| ოქმი #73 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #73
27 ოქტომბერი 2010წ. 1300 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ენუქიძე, დ. ბეჟუაშვილი, გ. ტალახაძე, ი. შერვაშიძე, რ. ფიფია, ზ. გულიკაშვილი,
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ა. თავდგირიძე, ბ. ხურციძე, ლ. მინდელი, კ. Kკოპალიანი.
მოწვეული სტუმრები: ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები:, რ. ხიზანიშვილი, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ),
სხდომის დღის წესრიგი:
საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის, ჩ. თაქთაქიშვილის და ზ. კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვ;ლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართთველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (III მოსმენა) მომხსენებელი: ზ. კუკავა (საქართველოს პარლამენტის წევრი)
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძის, ჩ. თაქთაქიშვილის, ლ. თორდიას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით: ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება განსაზღვროს მის მიერ დაფუძნებული ან/და 100%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედო წესები. ქ. თბილისის საკრებულო, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების სოციალური (სათბობი შეშით) სარგებლობის, მოვლისა და აღდგენის წესს. Aასევე, ქ. თბილისის საკრებულო მერის წარდგინებით ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის წესებს. Aასევე კანონპროექტით ხდება, "საქართველოს-დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონით დადგენილი, ქ. თბილისის მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების წესის დახვეწა.
გადაწყვიტა: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე
|






