| ოქმი #¹72 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #¹72
19 ოქტომბერი 2010წ. 1300 საათი K კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტისთავმჯდომარის მოადგილე), გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ენუქიძე, კ. Kკოპალიანი, დ. ბეჟუაშვილი;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ა. თავდგირიძე, გ. ტალახაძე, ი. შერვაშიძე, ზ. გულიკაშვილი, რ. ფიფია, ბ. ხურციძე, ლ. მინდელი;
მოწვეული სტუმრები: ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სერგო ბირკაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები:, რ. ხიზანიშვილი, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე თ.კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ),
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის, ჩ. თაქთაქიშვილის და ზ. კუკავას საკანონმდებლო ინიციატივისწესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს დედაქალაქის –თბილისის შესახებ” საქართველოს კანონშიცვ;ლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართთველოსკანონში დამატების შეტანის თაობაზე” (II მოსმენა) მომხსენებელი: ზ. კუკავა (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების ცვლილებისხელშეკრულება (ქობულეთის წყალარინების პროექტი)” (07-1/230; 15.10.10)
მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მანდაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კ.ანჯაფარიძის, ჩ. თაქთაქიშვილის, ლ. თორდიას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტები: ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომწარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებული და შესაბამისად ასახულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც გამოითქვა კომიტეტის მიერკანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით: ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდებაგანსაზღვროს მის მიერ დაფუძნებული ან/და 100%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედოწესები. ქ. თბილისის საკრებულო, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების სოციალური(სათბობი შეშით) სარგებლობის, მოვლისა და აღდგენის წესს. Aასევე, ქ. თბილისის საკრებულო მერის წარდგინებით ადგენს ადგილობრივითვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის წესებს.
მუხლობრივი განხილვის დროს შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტა: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველადგატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერრატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისისსასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულება (ქობულეთის წყალარინების პროექტი)”
აზრი გამოთქვეს: ვ. ბალავაძემ, ო. ხინიკაძემ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარე ვ. ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე |






