| ოქმი #71 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #71
11 ოქტომბერი 2010წ. 1300 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, ზ. გულიკაშვილი, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, გ. ენუქიძე, კ. Kკოპალიანი, ა. თავდგირიძის ნაცვლად ა. ბოლქვაძე, ბ. ხურციძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დ. ბეჟუაშვილი;
მოწვეული სტუმრები: თეიმურაზ წურწუმია – საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სერგო ბირკაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, ნ. ქავთარაძე, რ. ხიზანიშვილი, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, თ. კალამდარიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ), სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის, ჩ. თაქთაქიშვილის და ზ. კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვ;ლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართთველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა) მომხსენებელი: ლ. თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი) 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (I მოსმენა) მომხსენებელი: ლ. გოცირიძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე)
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ”(Iმოსმენა) მომხსენებელი: გ, ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი)
პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”(Iმოსმენა) მომხსენებელი: თეიმურაზ წურწუმია (საქართველოს პარლამენტის წევრი)
"საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველო-წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი)” მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი, მოიხსნა დღის წესრიგიდან, ვინაიდან კანონპროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვისათვის საჭიროებს დამატებითი კონსულტაციებს საქართველოს მთავრობასთან. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
1. მოისმინეს: ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება("საქართველო-წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი)” მან აღნიშნა, რომ პოექტი ითვალისწინებს საქართველოს მუნიციპალიტეტებში წყლის სექტორში ისეთი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა წყალგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია, სანირების სისტემის რეაბილიტაცია, ენერგოეფექტურობა, გაზომვა წყლის გაჟონვების აღმოჩენა და სხვა. ბანკის მიერ შემოთავაზებული იქნა სესხის შემდეგი პირობები: სესხის მოცულობაა 40,0 მლნ ევრო, სესხის დაფარვის ვადაა 25 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი) საპროცენტო განაკვეთი: ცვლადი საპროცენტო განაკვეთი წლიური Eურიბორ + 0.82% პროექტის განხორციელების სქემა მდგომარეობს შემდეგში: სესხის მიმღები იქნება საქართველო წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს სახით; შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს დასაფინანსებელ თითოეული პროექტის მომზადებას; მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოხდება პროექტის უშუალო განხორციელება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოახდენს პროექტის საერთო კოორდინაციას და ზედამხედველობას. აღნიშნული ფინანსური სახსრების გადაცემა ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდება შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის” იგივე პირობებით, რა პირობებითაც ბანკი გამოუყოფს საქართველოს. ამასთან Uჭშჩჩ უზრუნველყოფს ყველა გადასახდელის გადახდას, რაც დაკავშირებული იქნება პროექტის განხორციელებასთან და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ტურიზმის და სამეწარმეო გარემოს განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კერძოდ კანონპროექტით გათვალისწინებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროებისათვის შეღავათების დაწესება. პირები, რომლებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მონაწილეობას მიიღებენ სასტუმროების მშენებლობაში და 15 წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ სასტუმრო საქმიანობის პროფილს, ამავე პერიოდით გათავისუფლებულნი იქნებიან მოგების და ქონების გადასახადისაგან, ხოლო სასტუმროს ასაშებლად განკუთვნილი მიწა გადაეცემათ უფასოდ. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (გაზი, წყალი, კანალიზაცია, ელექტრო ენერგია), მისასვლელი გზების მშენებლობა/შეკეთებას და სასტუმროს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ფარგლებში კეთილმოწყობას და გამწვანებას. მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო ტურისტული სეზონის დასრულებამდე უნდა აშენდეს 28 მაღალი კლასის სასტუმრო, შესაბამისად უკვე მოწყობილი და ჩაბარებული ექსპლუატაციაში, რომელიც მზად იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი სტუმრების მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
აზრი გამოთქვეს: ვ. ბალავაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ პროექტი, მნიშვნელოვანი და მხარდასაჭერია, ვინაიდან ქვეყნის ინფრასრტუქტურის განვითარება გაზრდის რეგიონის ეკომომიკურ აქტივობას, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
ო. ხინიკაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთის მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით ხვდება და ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროექტის განხორიელებას, რამეთუ წარმოდგენილ პროექტს ქობულეთის მომავალი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებული მონაცემებით, დაახლებით 50-მდე განაცხადია შემოსული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. აქედან დაახლოებით 8 სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ინვესტორია, რომლებთანაც უახლოეს პერიოდში დაიწყება ხელშეკრულებების გაფორმების წინა მოსამზადებელი სამუშაოები.
III. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძის, ჩ. თაქთაქიშვილის, ლ. თორდიას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული იძენს ახალ უფლებამოსილებებს კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით ქ. თბილისის მთავრობას მიენიჭოს უფლებამოსილება დაადგინოს მის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედო წესები და აგრეთვე თბილისის საკრებულო თბილისის მერის წარდგინებით განსაზღვრავს თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების სოციალური (სათბობი შეშით) სარგებლობის, მოვლისა და აღდგენის წესს. ასევე თბილისის საკრებულო მერის წარდგინებით ადგენს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის განკარგვის და სარგებლობის წესებს. რაც შეეხება "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებელი ასევე გადაეხდევინება "დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასრტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს ¹1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
აზრი გამოთქვეს: ვ. ბალავაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტებს შემდეგი შენიშვნების გათვალისწინებით: 1. 231 მუხლის "ზ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქალაქო სამსახურების შექმნა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; დედაქალაქის მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართული საქმიანობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების გადაცემა; ამხანაგობაში მონაწილეობა; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; დედაქალაქის მიერ დაფუძნებული ან/და 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისთვის სამოქმედო წესების განსაზღვრა;". 2. 341_ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: " 1. აკრძალულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების თვითნებურად მოჭრა, დაზიანება, განადგურება და ამოძირკვა." 3. კანონპროექტს დაემატოს 35-ე და 38-ე მუხლები შემდეგი რედაქციით: « მუხლი 35. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება 1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება: ა) ქონება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამამისად წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას; ბ) სახელმწიფოს მიერ ქ. თბილსისის თვითმმართველი ერთეულისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ქ. თბილისის თვითმმართველკი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება. 2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობები, იურიდიული პირები, აქციები და წილები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები. 3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი საკუთრების ობიექტები შეიძლება მდებარეობდეს ქალაქ თბილისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც. 4. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება, მისი შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე ქალაქ თბილისისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონით.” 4. კანონის 38-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ა1 " ქვეპუნქტი: "ა1) ქ. თბილისის მერის წარდგინებით ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა;” ბ) პირველ პუნქტის "ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ე) მთავრობის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიული ზონირება და შესაბამისი ზონების საზღვრების დამტკიცება.” გ) მე-2 პუნქტის "ა” და "ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ა) ადგილობრივი საკუთრების ქონების პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა, მათ შორის წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით; ბ) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;” დ) მე-2 პუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის "გ1" ქვეპუნქტი: "გ1) ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ან/და წარმომადგენლისთვის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული მათ შორის ელექტრონული აუქციონის წარმოების, შიდა პროცედურების განსაზღვრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულიდსამართლებრივი აქტებით;” ე) მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "თ” და "ი” ქვეპუნქტები: "თ) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გაცემის წესების დამტკიცება; ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირები თვითონ ან/და მესამე პირთა მეშვეობით აუქციონს ატარებენ "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონით თვითმმართველი ერთეულისთვის ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისთვის განსაზღვრული წესით და ქონების შემძენს საკუთრების უფლებას გადასცემენ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.”
კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) გადაწყვიტეს: აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენითგანსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბ. ქველაძე
|






