ოქმი #70

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი   რეგიონების კომიტეტის

                                                                                                              სხდომის  ოქმი #70

                                         

                                                                                                                                 16 სექტემბერი 2010.

                                                                                                                                         1500 საათი

                                                                                                                          კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

 

 

სხდომის თავმჯდომარე:       ვახტანგ ბალავაძე  (კომიტეტის თავმჯდომარე)                           

 

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. ტალახაძე, რ. ფიფია, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ა. თავდგირიძე,  ბ. ხურციძე, გ. ენუქიძე, კ. Kკოპალიანი;

 

მოწვეული სტუმრები:

ლაშა თორდია – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სერგო ბირკაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

აპარატის თანამშრომლები:

ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ს. ბეჟანიძე, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ), ნ. ქავთარაძე;

                       სხდომის  დღის    წესრიგი:

 

1. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა)(¹07-3/321; 10.09.2010)

 

მომხსენებელილაშა თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

2.  საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/283; 09.09.2010): "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1)” (¹07-1/223; 09.09. 2010)

 

მომხსენებელინათია მიქელაძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინესსაქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ უქმდება მოსაკრებელი, რომელიც განსაზღვრულია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის, ხოლო "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონპროექტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა კონკურსის წესით, ამასთან კონკურსის ჩატარების წესს და ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში მერის წარდგინებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასს განსაზღვრავს და ნებართვის გაცემის წესსს ამტკიცებს ქალაქ თბილისის საკრებულო.

აზრი გამოთქვა:

ბალავაძემ «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» კანონპროექტის  262-მუხლთან დაკავშირებით გამოთქვა შენიშვნა კერძოდ, ტექსტში სიტყვები «ნებართვის ფასი" შეიცვალოს სიტყვებით «ნებართვის გაცემის ფასი".

 

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

 

II მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1)” (¹07-1/223; 09.09. 2010) მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილ სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2010 წლის 5 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2010 წლის 21 ივნისს ხელმოწერილი "მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის” დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში (FFA). სესხის ოდენობაა 85 მლნ აშშ დოლარი, ხანგრძლივობა 32 წელი, შეღავათიანი პერიოდი 8 წელია,  საპროცენტო განაკვეთი  წლიური 1% შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 1,5% გახდება.

პროექტის მიზანია თბილისის ურბანული გარემოს გაუმჯობესება და გორგასლის გზის რეკონსტრუქცია, თბილისის მეტროს გაგრძელება (ვაჟა ფშაველას გამზირი), ქუთაისის ურბანული გარემოს გაუმჯობესება და არამოტორიზირებული ტრანსპორტის განვითარება, მესტიის გზის გაუმჯობესება.

P პროექტის ღირებულება დაახლოებით 100მლნ აშშ დოლარია, პროექტში საქართველოს თანამონაწილეობა-თანადაფინანსება განისაზღვრება დაახლოებით 15 მლნ დოლარით, რაც დაახლოებით 15% -ს შეადგენს; პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (MDF), პროექტის დასრულების თარიღია 2016 წლის 30 ივნისი.

 

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

     

 

  სხდომის თავმჯდომარე                   ვახტანგ ბალავაძე

 

 

    სხდომის მდივანი                         გელანტია

 
modules