ოქმი #69

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის

                                                                                   სხდომის  ოქმი #69

                                         

                                                                                                                                           10 სექტემბერი 2010.

                                                                                                                                                    1200 საათი

                                                                                                                              კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

 

სხდომის თავმჯდომარე:                     ელდარ კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე),  გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილი,  გ. ტალახაძე,  ჯ. მაღლაკელიძე, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:: ვ. ბალავაძე(კომიტეტის თავმჯდომარე) ლ. მინდელი, გ. ენუქიძე, ა. თავდგირიძე, კ. კოპალიანი, Bბ. ხურციძე

სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:

კომიტეტის წევრი:  რ. ფიფია

 

მოწვეული სტუმრები:

ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სერგო ბირკაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

აპარატის თანამშრომლები:

ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ.  ხვიჩია, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე, ნ. მეგრელიშვილი(წამყვანი სპეციალისტის მ/შ)

                    

                    სხდომის  დღის    წესრიგი:

 

 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/254; 18.08.2010): "საქრთველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)” (¹07-1/215;31.08 2010).

 

მომხსენებელინათია მიქელაძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება(¹1/241;22.07.2010) "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსადა კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახდების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2010 წლის 17 ივლისსხელმოწერილ ოქმს”  (¹07-1/214; 28.07.2010)

 

მომხსენებელინათია მიქელაძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/254; 18.08.2010): "საქრთველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)” (¹07-1/215;31.08 2010). Mმან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (FFA), ფორმდება საქართველოს ("საქართველო”) და აზიის განვითარების ბანკს (”ADBA”) 2010 წლის 21 ივნისს. აღნიშნული ჩარჩო-ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსთვის 2010-2018 წწ 351.63 მლნ.ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას, რომელიც მოხმარდება ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაციას. მთლიანი ღირებულება, სექტორის სრული საინვესტიციო საჭიროებების მიხედვით შემდგომი 10 წლისათვის, სავარაუდოდ, შეადგენს დაახლოებით 1 მილიარდი   ა.შ.შ. Dდოლარის ექვივალენტს. საინვესტიციო პროგრამა უზრუნველყოფს ეფექტიანი, სანდო და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას, და ქართველოს ურბანული ადგილების, დაახლოებით 2,5 მლნ მოსახლისათვის, აგრეთვე დახმარების გაწევას მუნიციპალიტეტებისა და საქართველ;ოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ფინანსური მართვის და ტექნიკური კუთხით.

Pპროექტი მოიცავს შემდეგს:

I.                    კომპონენტი: ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფას. 1. გზების და ხიდების რეკონსტრუქციას, 2. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციას და გაფართოებას. 3. მრავალფუნქციური ნაგებობების, მათ შორის, პარკირებას და მოძრაობის მართვას.

II.                  კომპონენტიინსტიტუციონალური განვითარება.

III.               კომპონენტიპროგრამის მართვის მექანიზმი.

აზრი გამოთქვა:

კვერნაძემ აღნიშნარომ წარმოდგენილი დაფინანსების-ჩარჩო ხელშეკრულება მხარდასაჭერია, ვინაიდან ასეთი საინვესტიციო პროექტები ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

II. მოისმინესსაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება: (¹1/241;22.07.2010)"საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახდების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2010 წლის 17 ივლისს ხელმოწერილ ოქმს”  (¹07-1/214; 28.07.2010) მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიზნით საგადასახადო პოლიტიკაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებთან შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მნიშვნელოვანი ხდება უკვე ძალაში მყოფი შეთანხმებების გადახედვა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს ესტონეთის რესპუბლიკა. შეთანხმების ოქმით გათვალისწინებულია შეთანხმების მე-11 მუხლში ცვლილების შეტანა, რომელიც ეხება პროცენტების დაბეგვრას.  საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს პროცენტების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთების ეტაპობრივ შემცირებას 0%-იანი განაკვეთამდე საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ძალაში მყოფი შეთანხმება ითვალისწინებს წყაროსთან დაბეგვრის 10%-იან განაკვეთს. Uუნდა აღინიშნოს, რომ ოქმის გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას.

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 

 

 

   სხდომის თავმჯდომარე                   ელდარ კვერნაძე

 

 

   სხდომის მდივანი                         ბელა ქველაძე

 

 
modules