| ოქმი #68 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #68
20 ივლისი 2010წ. 1200 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი #438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, გ. ენუქიძე, გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილი, კ. კოპალიანი, გ. ტალახაძე;, ა. თავდგირიძე, Bბ. ხურციძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:;, ი. შერვაშიძე, რ. ფიფია ჯ. მაღლაკელიძე, დ. ბეჟუაშვილი;
მოწვეული სტუმრები: ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სერგო ბირკაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ), ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე.
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორისფინანსური შეთანხმება (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი) (¹07-1/212; 15.07. 2010წ)
მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის ფინანსური შეთანხმება (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი)” მან აღნიშნა, რომ რომ პროექტის განმახორციელებელი მთავარი ორგანიზაცია იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტრო, "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი” მიზნად ისახავს სოფლად სალიცენზიო ოპერაციების მხარდაჭერას და სოფლად მცირემაშტაბიანი ინფრასტრუქტურის განსავითარებად ინვესტიციების განხორციელებას.Pპროექტის განხორციელებისათვის IFAD- ის მიერ გამოყოფილია დაახლოებით 8 მლნ. აშშ დოლარი სესხის სახით, ხოლო 195 ათასი აშშ დოლარი გრანტის სახით, რომელიც საქართველოში სასაოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ სოფლის მცხოვრებთა შემოსავლის გაზრდას მოხმარდება. პროექტის 4 წლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სოფლებში განხორციელება. გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|






