| ოქმი #67 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის 15 ივლისი 2010წ. 1500 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომაი თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ენუქიძე, გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილი, კ. კოპალიანი, გ. ტალახაძე; ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:;, ა. თავდგირიძებ. Bბ. ხურციძე
მოწვეული სტუმრები: ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სერგო ბირკაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ), ნ. ჭელიძე, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე.
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებების (ფოთის მუნიციპალური წყლის პროექტი, ქუთაისის მუნიციპალური წყლის პროექტი და ბორჯომის წყლის პროექტი)” 2010 წლის 9 ივლისს ხელმოწერილი ცვლილების ხელშეკრულება” (¹07-1/210; 12.07.2010) მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/ 226; 09.07.2010) "გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFM) და საქართველოს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში (45 000 000 ევრო) ¹1 ცვლილების შეტანის შესახებ” 2010 წლის 25 ივნისს დადებული ხელშეკრულება”(¹07-1/209; 09.07.2010) Mმომხსენებელი: ნათია მიქელაძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და შეთანხმების ოქმი (¹1/222; 07.07.2010): საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ” (07-1/207; 08.07.2010) მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და შეთანხმების ოქმი (¹1/223; 07.07.2010):"საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”(07-1/208; 08.07.2010) მომხსენებელი: ნათია მიქელაძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება(¹1/227;12.07.2010) "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებების (ფოთის მუნიციპალური წყლის პროექტი, ქუთაისის მუნიციპალური წყლის პროექტი და ბორჯომის წყლის პროექტი)” 2010 წლის 9 ივლისს ხელმოწერილი ცვლილების ხელშეკრულება”(¹07-1/210) მან აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ფოთის სასესხო ხელშეკრულებაში ყველა მითითება ქ, ფოთზე შეიცვალოს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთი, ასევე ქუთაისის სასესხო ხელშეკრულებაში ყველა მითითება ქალაქ Qქუთაისზე შეიცვალოს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთი და ბორჯომის სასესხო ხელშეკრულებაში ყველა მითითება ბორჯომის მუნიციპალიტეტზე შეიცვალოს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთი.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება (¹1/226; 09.07.2010) "გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFM) და საქართველოს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში (45 000 000 ევრო) ¹1 ცვლილების შეტანის შესახებ” 2010 წლის 25 ივნისს დადებული ხელშეკრულება”(¹07-1/209; 09.07.2010) მან აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პროექტი მიზნად ისახავს ქ. ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინარების სისტემების რეაბილიტაციას და ასევე მათ ნაწილობრივ განახლებას. პროექტის პირველი ფაზით განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი იქნა სესხის სახით 17,08 მლნ ევრომდე, ხოლო პროექტის მეორე ფაზის დაფინანსებისათვის, რომელიც მოიცავს ხელვაჩაურის რაიონში ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სოფლების წყალარინების სისტემის რეაბილიტაციასა და გაფართოებას. გერმანიის მხარის მიერ გამოყოფილი იქნა 45,0 მლნ ევრომდე. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემა ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულომ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომართეს ფინანსთა სამინისტროს წინადადებით პროექტის განხორციელებიდან გამომდინარე პროექტის II ფაზის ფარგლებში ა/რ მთავრობისათვის გადაცემული 10,0 მლნ ევროდან 3.3 მლნ ევრო გადაეცეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმს, ბათუმში იგივე პროექტის ღონისძიებების დასაფინანსებლად., ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონში განსახპორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების შემდეგ განსაზღვრული სესხის თანხიდან სატენდერო პროცედურების გავლის შემდეგ აუთვისებელი დარჩება 3,3 მლნ ევრო. გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის) III. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და შეთანხმების ოქმი (¹1/222; 07.07.2010): საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ” (07-1/207; 08.07.2010) მან აღნიშნა, რომ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრისა და თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები ასეთი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს წარმოდგენილი შეთანხმებისგაფორმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს ამჟამინდელ პარტნიორს წარმოადგენს შვეიცარიის კონფედერაცია, შეთანხმების პროექტის ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEჩD) მოდელს, რომლის შესაბამისად გათვალისწინებულია შემოსავლებისა და კაპიტალის დაბეგვრა შემოსავლის წყაროს ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებით, შეზღუდვების გარეშე ან მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
IV. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბათია მიქელაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და შეთანხმების ოქმი (¹1/223; 07.07.2010) "საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”(07-1/208; 08.07.2010) მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომელთანაც საქართველოს გააჩნია ეკლონომიკური ინტერესები. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაღვრის დროს საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს ესპანეთის სამეფო.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|






