ოქმი #66

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული  სხდომის

                                                                                                                     ოქმი #66

 

                                                                                                                   6 ივლისი 2010.

                                                                                                                                                                            1200 საათი

                                                                                                                                                         ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

სხდომის თავმჯდომარე:   ზურაბ მელიქიშვილი   (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ენუქიძე,  გ. ტალახაძე, ზ. გულიკაშვილი, კ. Kკოპალიანი;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე),  რ. ფიფია, ა. თავდგირიძე, გ. ჭელიძე ჯ. მაღლაკელიძე, ბ. ხურციძე;

 

მოწვეული სტუმრები:

ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტი მდივანი

თორდია _ საქართველოს პარლამენტის წევრი

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების აპარატის თანამშრომლები.

                                                                სხდომის  დღის    წესრიგი:

 

1. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ», "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე», "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე», "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (I მოსმენა)

Mმომხსენებელითორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)

2. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (I მოსმენა)

Mმომხსენებელითორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

3. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას კ. ანჯაფარიძის და ზ. კუკავას, ჩ. თაქთაქიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”(I მოსმენა)

Mმომხსენებელითორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

სხდომა გახსნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა მან დაადასტურა კვორუმის არსებობა ორივე კომიტეტში და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო ქონების შესახებ» და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. Mმან აღნიშნა, ეს არის ჩარჩო-კანონპროექტი, რომელიც  მთლიანად აერთიანებს იმ კანონებს, რომელიც ეხება პრივატიზების თემას, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ისე ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულის ქონებასთან  დაკავშირებულ საკითხებს, რეალურად ის რეგულაციები, რომელიც ცალ-ცალკე კანონმდებლობაში იყო გაწერილი ექცევა ერთი კანონის ფარგლებში, რაც უფრო მარტივს გახდის დაინტერესებულ პირებს  მონაწილეობა მიიღოს პრივატიზებაში, შესაბამისად ყველა ის აქტი, რომელიც აქამდე ცალ-ცალკე არეგულირებდა მიწებთან დაკავშირებულ საკითხებს, ექცევა ერთი კანონის სფეროში, თუმცა თვითმმართველობის ქონებასთან დაკავშირებით უბრალოდ ამ კანონპროექტში გაიწერება, თუ რა წესით ხდება გადაცემა, ხოლო დანარჩენი რეგულაციები დარჩება ადდილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების შესახებ” კანონის შესაბამისად, მან ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც შედის სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში რომლებიც ამ პაკეტშია წარმოდგენილი.

აზრი გამოთქვეს:

ცქიტიშვილმა (საქართველოს პარლამენტის წევრიაღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში განსაზღვრულია, რომ აუქციონზე Uუპირატესობა ეძლეევა საკომლე წიგნში რეგიტსრირებულ პირებს, წინა რედაქციით განსაზღვრული იყო, რომ დახურულ აუქციონზე ხდებოდა პრივატიზაცია მიწისა, რომლებიც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, ანუ სოფელში იყვნენ რეგისტრირებული ან საკომლე წიგნში იყვნენ ჩაწერილი. სამი წლის წინ, როდესაც საკითხი შეეხო წალკაში ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებისთვის მიწის ნაკვეთების გაცემას აღნიშნული წესით, აღმოვჩნდით ჩიხში, რადგან აღნიშნული საკომლო წიგნი, პრაქტიკულად საქართველოს დაახლოებით 60 % რაიონებში არ ფუნქციონირებს და არც იურიდიული კანონის ძალა აქვს მინიჭებული, რაც შეეხება ისეთ რაიონებს, როგორიც წალკაა, სადაც ჩასახლებული ეკომიგრატები ცხოვრობენ აღმოვჩნდებით დიდი დილემის წინაშე, იმიტომ რომ აღნიშნული მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს შესყიდული საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები და აქედან გამომდინარე ისინი საკომლე წიგნში რეგისტრირებული არ იქნებიან  და შესაბამისად ვერც აუქციონში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ ჩემი აზრია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებთან გაიმართოს კონსულტაციები,

      რაც შეეხება საძოვრებს 2005 წლიდან აიკრძალა საძოვრების იჯარით გაცემა, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც 2005 წლამდე ქონდათ იჯარით აღებული საზოვრები შეეძლოთ მისი საკუთრებაში შეესყიდვა. დღემდე არ არსებობს რეგულაცია იმისა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ რა ვადით უნდა გაცეს საძოვრები.

თორდიამ აღნიშნა, რომ რაც შეეხება საკომლე წიგნთან დაკავშირებულ პრობლებას მთლიანად მოგვარებულია, ანუ ყველა ადამიანს მიუხვედად იმისა თუ რა სოციალურ სტატუსს ატარებს, არის თუ არა საკომლე წიგნში რეგისტრირებული პირადობის მოწობის დამადასტურებელი დოკუმენტით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აუქციონზე.

რაც შეეხება საძოვრის თემას, საძოვრებთან დაკავშირებით არის ცვლილება კერძოდ საძოვრები გადადის სახელმწიფო საკუთრებაში რადგანაც ვთვლით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ინტრესები უფრო მეტად  იქნება გათვალისწინებული.

ხუროშვილმააღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექთან დაკავშირებით მთავრობაში მიმდინარეობს დარგობრივი ექსპერტიზა გამომდინარე იქედან, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ცალკეული საკითხები, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, ქვეყნის თავდაცვითუნარიანობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და ამიტომ გთხოვდით, რომ მთავრობის დასკვნის წარმოდგენამდე არ გაიმართოს მეორე მოსმენა, ბუნებრივია პრინციპი მხარდასაჭერია, მაგრამ არსებობს ბევრი ლეგიტიმური შეკითხვა, როგორც უმრავლესობის, ისე მთვრობის წარმომადგენლების მხრიდან და ეს საკითხები მეორე მოსმენის დროს უნდა შევაჯეროთ.

ჩახვაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში მთავარ საკითხს წარმოადგენს ცენტრალური მილსადენების პრივატიზების საკითხი, კერძოდ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს მისი მხრიდან აღინიშნა, რომ  მომავალში მილსადენების პრივატიზებისას 51 % დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში, რაც აღნიშნულ  კანონპროექტში არ არის ასახული, ამიტომ ჩემი წინადადებაა აღნიშნული ნორმა აისახოს წარმოდგენილ კანონპროექტში.

თორდიამ აღნიშნა, რომ ცენტრალური მილსადენების პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით მთავრობის და უმრავლესობის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, კერძოდ ეს არის შიდა რეგულაციის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ  მათი პრეროგატივაა, თუ რამდენი პროცენტი (51 % ან 60%) უნდა დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში და რამდენი პროცენტი გაიტანონ ლონდონის ბირჟაზე აქციების სახით.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილის და თორდიას  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონისპროექტებს: "სახელმწიფო ქონების შესახებ» და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველადგატანას.

 (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა  საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძის და ზ. კუკავას, ჩ. თაქთაქიშვილის და მის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საერთო სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებიდან სატენდერო მოსაკრებლის ამოღებას, კერძოდ ხდება კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის ამოღება 2010 წლის 1 დეკემბრიდან ნაცვლად 2010 წლის 1 სექტემბრისა.

K

კომიტეტის წევრების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს  საქართველოს პარლამენტის წევრების ანჯაფარიძის და კუკავასთაქთაქიშვილის და თორდიას  საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "მოსაკრებლების სისტემისსაფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” და მიზანშეწონილად მიიჩნევს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

III. მოისმინეს:  საქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ნორმების "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონპროექტის ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსით დამტკიცებული დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) 40.1.2.3. გრაფა, რომელიც აწესრიგებს არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსულობების განაწილების წესს.

აზრი გამოთქვა:

ვახტანგ ბალავაძე: საბიუჯეტო კოდექსთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ საკოლმეურნეო ტყეების პრივატიზების შემდეგ არის, თუ არა ვალდებული მესაკუთრე შეინარჩუნოს საკოლმეურნეო ტყეები, თუ  შეუძლია შეუცვალოს პროფილი.

ლაშა თორდიამ აღნიშნა, რომ საკუთრებაში გადაცემის შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არსი არ იცვლება და მესაკუთრე ვალდებულია შეინარჩუნოს და განაახლოს ტყეები.

ბალავაძეარსი ის არის, რომ საბოლოო ჯამში დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი ტყეები უმჯობესი იქნებოდა დარჩენილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ნუსხაში.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისა და თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტის «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნევს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 

 

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და

        მაღალმთიანი  რეგიონების

         კომიტეტის თავმჯდომარე                     ვახტანგ ბალავაძე

 

                   

        სხდომის მდივანი                             ბელა ქველაძე           

                                                 

 
modules