| ოქმი #65 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების,
სხდომის ოქმი #65
30 ივნისი 2010წ. 1600 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: ზურაბ მელიქიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ენუქიძე, გ. ჭელიძე, ბ. ხურციძე, ჯ. მაღლაკელიძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რ. ფიფია, ა. თავდგირიძე, ზ. გულიკაშვილი, კ. Kკოპალიანი, გ. ტალახაძე;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები.
მოწვეული სტუმრები: გ. ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტი მდივანი პ. კუბლაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დ. ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი რ. ნიკოლაიშვილი- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ვ. ვარძელაშვილი – საქართველოს სპორტია და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვ. ქობალია – საქართველოსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გ. მამაცაშვილი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ს. სისაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების აპარატის თანამშრომლები.
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის თანდართული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ” მომხსენებელი: გ. ხუროშვილი /მთავრობის საპარლამენტო მდივანი/
სხდომა გახსნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა მან დაადასტურა კვორუმის არსებობა სამივე კომიტეტში და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 811 მუხლის შესაბამისად, ნდობის მისაღებად წარმოადგინა საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და მინისტრობის ახალი კანდიდატების რამაზ ნიკოლაიშვილის, ვერა ქობალიას და ვლადიმერ ვარძელაშვილის ბიოგრაფიები. მინისტრობის კანდიდატებმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ვერა ქობალიამ და ვლადიმერ ვარძელაშვილმა თავიანთი სამოქმედო პროგრამა წარუდგინეს პარლამენტის წევრებს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უპირველესი გადასაწყვეტია, საგზაო დეპარტამენტის საქმიანობას ეხება. გზა, რომელიც ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისათვისაა აუცილებელი 7 000 ათასს კილომეტრს მოიცავს. აქედან, ერთი წლის განმავლობაში, 1000 კილომეტრიანი გზის დაგება მოხერხდა, რაც გასაკეთებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი მეშვიდედია. პარალელურად ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 26 ბეტონის ქარხანა აიგო და დასაქმებული მუშახელის რაოდენობა დაახლოებით 28 ათასია, დაფინანსება ამ კუთხით არ შემცირებულა. Mმან ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესში ჩართულები არიან სტუდენტები, რომლებიც ადგილზე ეუფლებიან სპეციალობებს. რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ მომავალში კვალიფიციური მუშახელი გვეყოლება ამ დარგში. საგზაო დეპარტამენტს დღეისთვის ბეტონის ამრევი სამი "ლინდგენის” მანქანა ემსახურება, რომლის ოპერატორის ხელფასი 15 000 აშშ დოლარს შეადგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც სამინისტროს დაინტერესების პრეროგატივა უნდა გახდეს ესაა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული აჭარის შემოვლითი გზაა. სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაიწყება ასევე, სექტემბრის თვეში დაიწყება იგოეთის გარე ტრასის მშენებლობაც აღნიშნა რ. ნიკოლაიშვილმა. საქმიანობის ეფექტური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია ურთიერთობა პარლამენტთან, მისი ხელმძღვანელობით სამინისტრო მზად იქნება თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმატზე მას მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების მხარდაჭერის შემთხვევაში ის წარმატებულად განახორციელებს მინისტრის მოვალეობას. აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს: ზურაბ მელიქიშვილმა იმ მნიშვნელოვან საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს ეხება. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრა იმ ფირმების თაობაზე, რომლებიც საგზაო დეპარტამენტში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობდნენ, გაიმარჯვეს ამ კონკურსში და შემდეგ გარკვეული ფულადი შემოწირულობანიც განახორციელეს პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე, არადა ამ ფირმების სახელფასო დავალიანება 5 და 6 თვეს შეადგენს. რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კუთხით მართლაც ბევრია გასაკეთებელი კერძოდ, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა სვანეთის მიმართულებით და ამ წლის ბოლოსთვის დასასრულებელი სამუშაო მხოლოდ 15 კილომეტრიანი დასაგები ბეტონის გზაა, რომლითაც მოხდება უპრობლემო დაკავშირება სამეგრელოდან მესტიამდე დასრულებულია სამუშაოები მოწამეთას კომპლექსთან მისასვლელ გზაზე, ურეკში მისასვლელ გზაზე და ყვარლის ე.წ. ტბის გზაზე. Aასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სოფლის გზების მშენებლობისთვის, გაკეთდა ბეტონის გზები ექსპერიმენტის სახით ყველა რეგიონში, რომლის სიგრძემ ერთიანობაში 130 კმ შეადგინა და სამუშაო ამ მიმართულებით კვლავაც გაგრძელდება. რაც შეეხება კონტრაქტორი ფირმების საფინანსო საქმიანობას საგზაო დეპარტამენტს სამუშაოების მაშტაბურობიდან გამომდინარე ჰყავს 100-ზე მეტი კონტრაქტორი, როგორც ქართული, ასევე უცხოური ფირმები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ. ფირმებს აქვთ საკუთარი ბუღალტერია, ხედვები და მიდგომები კონკრეტული საკითხების მიმართ. არც ერთი კომპანია საგზაო დეპარტამენტს, არც მის ხელმძღვანელობას არ ჩარევს საფინანსო საქმიანობაში. გამომდინარე აქედან არც საგზაო დეპარტამენტმა და არც სამინისტრომ არ იცის, თუ რას აპირებს კომპანია. კონტრაქტორი საგზაო დეპარტამენტისაგან იღებს შესრულებული სამუშაოს თანხას. შესაბამისად უნდა შესრულდეს გზის, გვირაბის თუ კონკრეტული ობიექტის მშენებლობა. დავალიანებასთან დაკავშირებით, თუ კი ეს არსებობს პასუხი უნდა მოეთხოვოს კომპანიას. აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განმარტება გააკეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერლურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ ნებისმიერი ფირმა, რომელიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობით იქნება დაკავებული, აფინანსებს არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო შემოწირულობები, რომელიც წლის განმავლობაში ხდება არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ყოველი წლის დასაწყისში ქვეყნდება.
Eეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ვერა ქობალიამ განმარტა, რომ მას აქვს განსაზღვრული ის პრიორიტეტები, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკა ძლიერი და სტაბილური უნდა გახადოს. ეს პროგრამა მოიცავს სამუშაო ადგილების შექმნას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, სასოფლო – სამეურნეო სექტორისა და ტურიზმის განვითარებას. Eეკონომიკური კრიზისის პირობებში მცირე ბიზნესმა ყველაზე უფრო დიდი დარტყმა განიცადა. ფინანსური კრიზისის დროს ბანკებმა კრედიტების გაცემა შეუზღუდეს და გამომდინარე აქედან მეწარმეებს გაუჭირდათ სესხის აღება, რაც თავის მხრივ ბიზნესის დაწყებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. სახელმწიფოს შეუძლია შექმნას პირობები, რომელიც მცირე ბიზნესს ზრდის. Mმას შეუძლია მოშალოს ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის მცირე ბიზნესის მფლობელებს სესხის აღებაში. აუცილებელია სათანადო გრემოს შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ამისათვის უნდა მოხდეს მათი დახმარება ბაზრის ათვისებაში, ხოლო ბაზარზე შემოსულთათვის პოზიციის გამყარება. მაგალითად ამერიკის, კანადის და სხვა ქვეყნების ეკონომიკა ამ სახელმწიფოებში ეკონომიკა მცირე ბიზნესის მიერაა შექმნილი. Mმცირე ბიზნესში ინვესტიციების ჩადებით მოხდება სტაბილური ეკონომიკური მომავლის შექმნა საქართველოში მცირე ბიზნესის უდიდესი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდის მოსახლეობის 45% ამ სექტორშია დასაქმებული, მაგრამ ერთიან შიდა პროდუქტს მხოლოდ ბაზრის 10% უჭირავს. Eეს არის სექტორი, რომელიც შემდგომ განვითარებას საჭიროებს ახალ ტექნოლგიებს, პროდუქციის შენახვის მეთოდებს და ახალი საექსპორტო მარშუტების მოძიებას. Aასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი განვითარება. საქართველოს დიდი რესურსი გააჩნია ტურიზმის განვითარებით. ამჟამად 500 ათასი ადამიანი შემოდის საქართველოში, მომავალ წელს შესაძლებელი იქნება მათი რაოდენობის ორჯერ გაზრდა ეს ციფრი არის 500 მილიონი დოლარის შემოსავალი ეკონომიკაში, რაც თავისთავად დასაქმებასაც გულისხმობს Uუნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი აეროპორტები და ქვეყანაში უნდა შემოვიდეს იაფი ავიახაზები. დღევანდელ ბაზარზე ინვესტორის მოსაზიდად უნდა იყოს დეტალურად გაწერილი წინასწარ მომზადებული პროექტები. Aამ პროცესში ჩართული უნდა იქნას ყველა სამინისტრო. რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციფიკას მდგრადი განვითარება მიემატა მდგრადი განვითარება, მდგრად მომავალზე მიუთითებს, რაც ინვესტიციისთვის ხელსაყრელი პირობაა. Qქვეყანა თავისუფალია კორუფციისა და ბიუროკრატიზმისაგან. Aასევე არსებობს იმის პოტენცია, რომ ქვეყანას გააჩნდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსი. საქართველოს გააჩნია სუფთა ეკოგარემო და ამდენად შეუძლია იყოს სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი. პარალელურად უნდა გაგრძელდეს გზების, ხიდებისა და სკოლების შეკეთება. Pპოლიტიკა გამოიცდება არა იმით, თუ რას ფიქრობენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არამედ იმით, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება ქვეყანაში და რა ტემპით განვითარდება ეკონომიკა, ამისთვის აუცილებელია პარლამენტთან თანამშრომლობა და იმ გუნდთან, რომელთანაც ერთად მოხდება ურთიერთთანამშრომლობა. აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს: ზურაბ მელიქიშვილმა: რამდენად აპირებთ იმ საივესტიციო სააგენტოს გააქტიურებას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში არსებობს. Dიმიტრი ლორთქიფანიძემ: როგორ შეაფასებდა მისი წინამორბედის, წარმატებული დიპლომატიისა და წარმატებული ფინანსისტის განვლილ სამუშაო პერიოდს, რა შესაძლო ხარვეზებზე იქნება გამახვილებული ყურადღება და იქნება თუ არა უფრო ქმედითი და წარმატებაზე ორიენტირებული ახალი სამუშაო პროგრამა. გიორგი მელაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროში გარკვეული პრობლემები არსებობდა პრივატიზების კუთხით შენიშვნები იყო დაგეგმილ ბიუჯეტთან დაკავშირებით. შუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ შესრულდა ამ მხრივ მიცემული შეპირებები მინისტრობის კანდიდატს ძირითადი აქცენტი მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებაზე აქვს გადატანილიი, რაც ცალსახად მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან იგი საბოლოო ჯამში მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. Pპრობლემატური რჩება პრივატიზების პროცესი. ახალი ხედვით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა ეფექტური და კონკრეტული ღონისძიებების გატარება იქნება შესაძლებელი გურამ ჩახვაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება მომავალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან ელოდება იმ ეკონომიკურ ხედვას, რომელიც გათვლილი იქნება წლებზე, სტრატეგიებზე და კონკრეტულ ქმედებებზე. Mმას ვერ აძლევს კარგ მაგალითს მთავრობა, რადგან 10 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტში იქნა წარმოდგენილი დეკლარირებულია მხოლოდ სურვილები. Aარადა, წესით და რიგით მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს მთავრობის სამოქმედო გეგმა, იგი უნდა იყოს მეტი მოცულობის და უფრო მეტად კონკრეტული, რომელიც გათვლილი იქნება წლებზე სტრატეგიებზე და კონკრეტულ ქმედებებზე. ვერა ქობალიამ აღნიშნა, რომ ინვესტიციები არის სხვადასხვა მიმართულების. უნდა მუშაობდეს საინვესტიციო ჯგუფი პაკეტების მომზადებაზე, როდესაც ქვეყანაში ინვესტორი შემოვა მზად უნდა იყოს ბიზნესგეგმები და პროექტები, რომელშიც ინვრესტიცია ნდა განხორციელდეს. Aასევე უნდა მოხდეს იმ ხალხის დაინტერესება, რომლებიც ქვეყნიდან გავიდნენ. ის რაც ბოლო წლების მანძილზე იქნა გაკეთებული მისასალმებელია. Yყოველი ახალი მინისტრის გამო არ უნდა შეიცვალოს მიმართულება, არ უნდა შეიცვალოს კადრები. მსოფლიო მაშტაბის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ძნელია ინვესტორებთან საუბარი, ამიტომ მათთან ყოველდღიური მუშაობაა საჭირო მცირე ბიზნესი, ტურიზმი სოფლის მეურნეობა, ყველაფერი ეს დაკავშირებულია დასაქმებასთან. სამინისტრომ უნდა გააგრძელოს მუშაობა პრივატიზაციაზე. ეს პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. როცა დიდი ხნის განმავლობაში ობიექტი იყიდება, ინვესტორი იკარგება. Eეკონომიკის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ შექმნა ბაზა იმ ობიექტებისა, რომელსაც ყიდის. გასაკეთებელი ამ მიმართულებით ბევრია ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება ინვესტორი, მცირე ბიზნესი, ეს არის ყოველი ახალი სამუშაო ადგილი, ეს ყოველი ადამიანის პრიორიტეტია საქართველოში. Mეს არის კონკრეტული მიმართულება და არა მხოლოდ ზოგადი იდეები, აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა, რომელსაც მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, დეტალურ სამოქმედო გეგმად წარმოადგენს.
II. მოისმინეს: საქართველოს საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა წარმოადგინა სამთავრობო პროგრამა - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” და აღნიშნა, რომ ეს მიზანი უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაკენ მიმართული ეფექტიანი ქმედებებით. Gგამომწვევად კვლავ რჩება გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტი. მთავრობის, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პოლიტიკის მთავარი საზრუნავი დასაქმებაა. საქართველოს მთავრობამ წარმატებით გაართვა თავი გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს, მთავრობის ამოცანაა ამ მიღწევების შენარჩუნება და განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარე კრიზისის ფონზე. Qქვეყნის თავდაცვის პრიორიტეტი იქნება თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია, პერსონალის განათლება და წრთვნა, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის განვითარება, ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია. Eეკონომიკური კურსი უზრუნველყოფილი იქნება დაბალი და მარტივი გადასახადებით ხარისხიანი ადმინისტრირებით, გონივრული და ზომიერი რეგულირებით, რაც დამატებით სტიმულს მისცემს მეწარმეებს. რაც შეეხება ვაჭრობის განვითარებას, სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაში სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გამოუყენებლობას კვლავ საქართველოს მთავრობის პოლიტიკად რჩება. რაც შეეხება ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელზეც უნდა დაფუძნდეს საქართველოს შიდა და საერთაშორისო ინტეგრაცია, უკეთესი საცხოვრებელი და საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობა, ენერგეტიკული, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა უცვლელი რჩება. კერძოდ, გაგრძელდება საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რათა გაუმჯობესდეს ძირითადი სამაგისტრალო, მეორადი და ადგილობრივი გზების მდგომარეობა, დაიწყება ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების და ვაზიანი-გომბორი-თელავის მაგისტრალის მშენებლობა. ინვესტირება საქართველოს რკინიგზაში ახალი მაშტაბებით განხორციელდება, მისი მოდერნიზაციის და თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მაგისტრალის შექმნის მიზნით. აშენდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რაც შესაძლებელს გახდის ჩინეთი-საქართველო-ევროპის სარკინიგზო მიმოსვლას, განხორციელდება თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 183-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2010 წლის 30 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობისშემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის _ «ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ნდობის გამოცხადების საკითხი და მხარი დაუჭირა მას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|






