ოქმი #64

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის 

                                                                                                                   სხდომის   ოქმი #64

 

                                                                                                                                                        29 ივნისი 2010.

                                                                                                                                                                                               1100 საათი

                                                                                                                                                                            კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

 

სხდომის თავმჯდომარე:                     

                                            ვახტანგ ბალავაძე   (კომიტეტის თავმჯდომარე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, ა. თავდგირიძე, გ. ენუქიძე, გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილი, ბ. ხურციძე, კ. კოპალიანი, გ. ტალახაძე;

 

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:; ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, რ. ფიფია;

 

მოწვეული სტუმრები:

სამსონ ქუთათელაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ლაშა თორდია – საქართველოს პარლამენტის წევრი

 

აპარატის თანამშრომლები:

ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ.  ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ),  ნ. ჭელიძე, ს. ბეჟანიძე,  ბ. ქველაძე.

 

                   სხდომის  დღის    წესრიგი:

 

1. საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისთორდიასბალავაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი"საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (III მოსმენა)

მომხსენებელილაშა თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი

2. საქართველოს პარლამენტის წევრების  . ქუთათელაძის. თორდიასა და . კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონისპროექტებზე"სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებებისშეტანის თაობაზე" "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე". (Iმოსმენა)

Mმომხსენებელიქუთათელაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა თორდიამ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისბალავაძის და მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია საკრებულოს საქმიანობის გაუმჯობესების და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობაც, საკრებულოს თავმჯდომარეს ნაცვლად ერთი მოადგილისა, ეყოლება   პირველი მოადგილე და ორი მოადგილე.

საკრებულოს მორიგ სხდომებს სამ თვეში ერთხელ მაინც მოიწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის გადაყენებისას, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. განისაზღვრა, რომ რომ საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ქმნის არაუმეტეს თორმეტ მუდმივმოქმედ კომისიას და საკრებულოს სარევიზიო კომისიას.

Kსხდომაზე კომიტეტის  წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (მომხრე – 11,  თავიშეიკავა - 1)

კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისთორდიას და ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მესამემოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ქუთათელაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების  . თორდიას,  . Kკუკავას და მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე"სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედროსამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე”, "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისშესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნა, რომ სარეზერვო სამსახურის დღევანდელი სისტემა მოითხოვს რეფორმირებას, აქედან გამომდინარე აუცილებელია სამართლებრივი ჩარჩოების დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს:

 E_ ეფექტური სარეზერვო სისტემის შექმნას, სათანადოდ მომზადებული და გაწვრთნილი სარეზერვო ქვედანაყოფების ფორმირებას და შესაბამისი გარემოებების წარმოქმნისას რეზერვისტების ოპერატიულად გაწვევას.

 

აზრი გამოთქვა:

ბალავაძემ: აღნიშნა, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2009 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად წარმოდგენილი კანონპროექტების ტექსტში სიტყვები "თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო" მიზანშეწონილია შეიცვალოს სიტყვებით "თვითმმართველი ერთეულის გამგეობა (მერია)".

ხოლო რაც შეეხება კანონპროექტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტს უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ა) კომისიის თავმჯდომარე – თვითმმართველი ერთეულის გამგებელი(მერი), ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის გამგებელი

 

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (მომხრე – 11, თავი შეიკავა -1)

აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს საქართველოს პარლამენტის წევრების ქუთათელაძის. თორდიას. Kკუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების"სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოსკანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საჯაროსამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოსკანონში დამატების შეტანის თაობაზეკანონპროექტების ლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

     

       სხდომის თავმჯდომარე                   ვახტანგ ბალავაძე

 

           

        სხდომის მდივანი                         ბელა ქველაძე

 

 
modules