| ოქმი #63 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #63
28 ივნისი 2010წ. 1100 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე(კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)), ო. ხინიკაძე, (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, გ. ტალახაძე, დ. ბეჟუაშვილი ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილი, ა. თავდგირიძე, ბ. ხურციძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:; გ. ენუქიძე,Kკ. კოპალიანი, ლ. მინდელი, რ. ფიფია
მოწვეული სტუმრები: გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამ,ენტო მდივანი ლ. თორდია – საქართველოს პარლამენტის წევრი პ. პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ), ნ. ჭელიძე, ს. ბეჟანიძე, ბ. ქველაძე.
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის,უფლებამოსილებათა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა)
მომხსენებელი: გ. ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი)
2. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ”საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა)
მომხსენებელი: ლაშა თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ (I მოსმენა) M მომხსენებელი პ. პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტი წევრებს დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. I მოისმინეს: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტი: ”საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებათა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნას ახალი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, აღნიშნულმა გამოიწვია კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციებში ცვლილებები, რაც უნდა აისახოს მის სახელწოდებაშიც. Eეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, ასევე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც, ეკომიკური განვითარების სამინისტროს სამართალმემკვიდრეს, გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია. გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: ”საქართველოსმთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებათა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მხარს უჭერსწარმოდგენილი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: ლ. თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 116-ე მუხლის მე-6 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას, რაც განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტონული სისტემის მეშვეობით განხორციელების შემოღებას 2010 წლის 1 დეკემბრიდან ნაცვლად 2010 წლის 1 სექტემბრისა. შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 116-ე მუხლის მე-6-ე ნაწილში ნაცვლად 2010 წლის 1 სექტემბრისა მიეთითება 2010 წლის 1 დეკემბერი. გადაწყვიტეს:. კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს Pპარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძის და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოადგენილი საქართველოს კანონის პროექტის ”საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მხარს უჭერს წარმოდგენილი კაონპროექტის პირველიმოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. III. მოისმინეს: სქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პერტიაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:”საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ მთავობის სტრუქტურაში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით გადასახადების ნაწილში ცვლილებები ხორციელდება შემდეგი ცვლილებები: განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის გამგებლობაში გადასვლა, შეიქმნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურაში. აღნიშნული ჩამოყალიბდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდ. Mმცირდება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები 20.0მლნ ლარით და შესაბამისად იზდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები. აღნიშნული სახსრები საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საწარმოთა მართვის სააგენტომ უნდა მიმართოს 100 პროცენტიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემისათვის საწესდებო კაპიტალის გაზრდაზე. გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად: (ერთხმად) კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს ,მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის კანონის პროექტის ” საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე |






