ოქმი #62

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი  რეგიონების კომიტეტის

                                                                                                     სხდომის ოქმი #62

 

                                                                                   24 ივნისი 2010.

                                                                                                                                                                 1300 საათი

                                                                                                                                         კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

 

სხდომის თავმჯდომარე:                     

                                               ელდარ კვერნაძე   (კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მ/შ), ო. ხინიკაძე, (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ვ. ბალავაძის (კომიტეტის თავმჯდომარე) ნაცვლად მ. გაჩეჩილაძე, ჯ. მაღლაკელიძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, რ. ფიფია,  გ. ჭელიძე, ზ. გულიკაშვილი, ბ. ხურციძე;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:; ა. თავდგირიძე,  გ. ტალახაძე,  გ. ენუქიძე, კ. Kკოპალიანი;

მოწვეული სტუმრები:

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

სერგო ბირკაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ოთარ ბეჟანიძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

 

აპარატის თანამშრომლები:

ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ.  ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ნ. ქავთარაძე, რ. გელანტია, ნ. მეგრელიშვილი (წამყვანი სპეციალისტის მ/შ),  ნ. ჭელიძე, ს. ბეჟანიძე,  ბ. ქველაძე.

 

                  სხდომის  დღის    წესრიგი:

 

1. საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისთორდიასბალავაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (II მოსმენა)

 

მომხსენებელილაშა თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

2.  საქართველოს მთავრობის მიერ სკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებისაქართველოს საგადასახადო კოდექსი” და მისგანგამომდინარე კანონპროექტები.

M

მომხსენებელიირაკლი სირაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (I მოსმენა)

 

მომხსენებელინათია მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ კვერნაძემ, მანვე დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

მოისმინესსაქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისბალავაძის და მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი

საქართველოს კანონის პროექტი  "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია საკრებულოს საქმიანობის გაუმჯობესების და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობაც, საკრებულოს თავმჯდომარეს ნაცვლად ერთი მოადგილისა, ეყოლება   პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. საკრებულოს მორიგ სხდომებს სამ თვეში ერთხელ მაინც მოიწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის გადაყენებისას, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. განისაზღვრა, რომ რომ საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ქმნის არაუმეტეს თორმეტ მუდმივმოქმედ კომისიას და საკრებულოს სარევიზიო კომისიას.

Kსხდომაზე კომიტეტის  წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქათველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილის.თორდიას და ბალავაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე  მეორე მოსმენით განხილვასპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ სკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსკანონის პროექტებისაქართველოს საგადასახადო კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

 

აზრი გამოთქვა:M

კვერნაძემ შეკითხვით მიმართა მომხსენებელს:

მოქმედი ვარიანტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის მთავრობის მიერ დადგენილი საბაზისო განაკვეთის ქვედა და ზედა ზღვარი არსებობდა, არანაკლებ 50 პროცენტისა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს უნდა გაეთვალისწინებინა, წარმოდგენილ კოდექსის პროექტში ქვედა ზღვარი აღარ მიეთითებათ.

გადასახადის გამოანგარიშების წესის დადგენას მოქმედ კოდექში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განსაზღვრავდნენ (მიწაზე ზონებისა და კატეგორიის მითითებით) წარმოდგენილ პროექტში კი განაკვეთის განსაზღვრის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს მიერ, რაც მოქმედ ვარიანტში ხაზგასმით არაა რამ განაპირობა ეს სხვაობები?

 

სირაძემ აღნიშნარომ რაც შეეხება მიწის გადასახადის ქვედა ზღვარის მოხსნას ამ საკითხზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ზოგადად მიწაზე ქონების გადასახადი არის ადგილობრივი გადასახადი და მათ შეუძლიათ ეს გადასახადი არ შემოიღონ ასეთ შემთხვევაში ქვედა ზღვარი აზრს კარგავს. რაც შეეხება მიწის განაკვეთის ზღვრებს დღეს არსებული ჩანაწერით მიწის ხარისხი  იყოფა კარგ და მწირ კატეგორიებად.  Mმან აღნიშნა, რომ თუ არ იქნებოდა დასაბუთებული ისინი იყენებენ კარგის კატეგორიების განაკვეთებს რადგან მწირის დეფინიცია არ არის დადგენილი. სწორედ, ამიტომ  ეს ზღვრები იყო პირობითი.

გადაწყვიტეს:

კომიტეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გააჩნია და მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მიერ სკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების საქართველოს საგადასახადო კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზეგანსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

III. მოისმინესფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტი: "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის  მიხედვით ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის 10პუნქტში, რომელშიც ზუსტდება, რომ სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება ქ. ბათუმი, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებულ არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, მიუხედავად იმისა, სასტუმრო საკუთრების უფლებით აქვს თუ არა სამორინეს მოწყობის ნებართვის ფლობელს.

K

სხდომაზე კომიტეტის  წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს:.

კენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "სალიცენზიო დასანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზეგანსახილველად გატანა.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

 სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

 

        

        სხდომის თავმჯდომარე                   ელდარ კვერნაძე

 

           

        სხდომის მდივანი                         ბელა ქველაძე

 

 
modules