| ოქმი #61 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #61 17 ივნისი 2010წ. 1500 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, გ. ტალახაძე, გ. ენუქიძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, კ. კოპალიანი, ი. შერვაშიძე, რ. ფიფია, გ. ჭელიძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:; ბ. ხურციძე ზ. გულიკაშვილი, ა. თავდგირიძე, ო. ხინიკაძე მოწვეული სტუმრები: ლაშა თორდია – საქართველ;ოს პარლამენტის წევრი პაპუნა პერტიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, რ. გელანტია, ნ. მეგრელიშვილი წამყვანი სპეციალისტის მ/შ, ნ. ჭელიძე, ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე, ბ. ქველაძე.
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, ლ. თორდიას, ვ. ბალავაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (I მოსმენა) მომხსენებელი: ლაშა თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას და ზ. კუკუვას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფორეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფოზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (07-3/276; 04.06.2010) (Iმოსმენა) Mმომხსენებელი ლ. თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)
3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია "ძირითადი მიკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროსა და უწყებების ძირითადიმიმართულებების შესახებ (07-2/176; 31.05..2010) მომხსენებელი: პაპუნა პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
4. საქართველოს პარლამენტის წევრის ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ლიცენზიებისა და ნებართვებისშესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე”(07-3/273; 02.06.2010) Mმომხსენებელი ლ. თორდია (საქართველოს პარლამენტის წევრი)
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მანვე დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, ვ. ბალავაძის და მისმიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია საკრებულოს საქმიანობის გაუმჯობესების და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობაც, საკრებულოს თავმჯდომარეს ნაცვლად ერთი მოადგილისა, ეყოლება პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. საკრებულოს მორიგ სხდომებს სამ თვეში ერთხელ მაინც მოიწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის გადაყენებისას, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. განისაზღვრა, რომ რომ საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ქმნის არაუმეტეს თორმეტ მუდმივმოქმედ კომისიას და საკრებულოს სარევიზიო კომისიას. Kსხდომაზე კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია"ძირითადი მიკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროსა და უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ (07-2/176; 31.05..2010)
გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია «ძირითადი მიკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ» კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების საშუალოვადიანი პრიორიტეტები დადებითად შეფასდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. III. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ლ. თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ზ. კუკავას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოადგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (07-3/276; 04.06.2010) მან აღნიშნა, რომ კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება, ნორმატიული აქტების ექსპერტიზის რეგისტრაციისა და გამოქვეყნების ნორმები. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების რეგისტრაციას და გამოქვეყნებას 2010 წლის 1 სექტემბრიდან უზრუნველყოფს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ასევე იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას განახორციელებს ავტორიზებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან "საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის” ელექტრონული სახით გამოგზავნილი ნორმატული აქტების მიმართ. Mმან ასევე აღნიშნა, რომ არსებული წესისაგან განსხვავებით ზედამხედველობის ორგანოს იუსტიციის სამინისტრო აღარ გაუგზავნის ნორმატიულ აქტს. Mმას უგზავნის მხოლოდ სამართლებრივ დასკვნას მისი გაცემისთანავე.
აზრი გამოთქვა: ვახტანგ ბალავაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითად არსს ეთანხმება, მაგრამ გააჩნია შემდეგი სახის ტექნიკური ხასიათის შენიშნები: კერძოდ: «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტში და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები «არაუგვიანეს მეორე დღისა" შეიცვალოს სიტყვებით «არაუგვინეს მეათე დღისა". Aასევე კანონპროექტში «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" დასაზუსტებელია კანონის ამოქმედების ვადა.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
IV. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ლ. თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-3/273; 02.06.2010) მან აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანია მოხდეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის გამარტივებული რეგულირება, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის განვითარების პრიორიტეტული გეგმის უზრუნველყოფა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის სამშენებლო სამუშაოების უფრო სწრაფ ვადებში წარმოება. Kკანონპროექტის თანახმად, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონი არ ვრცელდება, ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე სამშენებლო სფეროში, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული. Aამ კანონპროექტით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მერი.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე |






