| ოქმი #60 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #60
8 ივნისი 2010წ. 1500 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) ჯ. მაღლაკელიძე, გ. ტალახაძე, გ. ენუქიძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, კ. კოპალიანი, ზ. გულიკაშვილი, ი. შერვაშიძე, ა. თავდგირიძის ნაცვლად კ. ბადაგაძე, რ. ფიფია,
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გ. ჭელიძე; ბ. ხურციძე მოწვეული სტუმრები: პაპუნა პეტრიაშვილი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი
აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი - აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ს. ბეჟანიძე, ნ. ქავთარაძე, ბ. ქველაძე.
სხდომის დღის წესრიგი:
1. საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მომხსენებელი: პაპუნა პეტრიაშვილი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონის პროექტი: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/178; 04.06.2010) მომხსენებელი: პაპუნა პეტრიაშვილი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონი "სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ( I მოსმენა) მომხსენებელი: გია ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მანვე დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
I მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. M მან აღნიშნა, რომ 2009 წლის აგვისტოს მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონია, აქედან გამომდინარე წინა წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი 4 %-ით შემცირდა, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის კორექტირებები საშინაო წყაროების შემცირების კვალობაზე და აუცილებელი გახადა დამატებითი საფინანსო რესურსის მოზიდვა – კერძოდ, წლის განმავლობაში შეიქმნა რეზერვები და გარკვეულწილად მოვიზიდეთ საგარეო დაფინანსება იმ პირობებში, რომ არ შევამცირეთ ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები და დავაფინანსდა ყველა ის ვალდებულება, რაც გაწერილი იყო 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების გეგმა განისაზღვრა 847 262.4 ათასი ლარის ოდენობით მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – 50 232.0 ათასი ლარი, გამოთანაბრებითი ტრანსფერი – 276 616.2 ათასი ლარი, მიზნობრივი - 14 710,8 ათასი ლარი, ხოლო სპეციალური ტრანსფერი ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის – 505 703.4 ათასი ლარი. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადარიცხული სპეციალური ტრანსფერიდან 214 855.4 ლარია გადარიცხული, მათ შორის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსება შეადგენს 176 484.7 ათას ლარს, რომელიც მიმართულია რეგიონებში წყლის, გაზიფიცირების, კანალიზაციის, შიდა გზების და აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
აზრი გამოთქვა: ვახტანგ ბალავაძემ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მძიმე გავლენა იქონია, მაგრამ მიუხადავად ამისა რეგიონებში დაწყებული ყველა იმფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. იმის გამო, რომ გამოთანაბრებითი ტრანსფერით მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხით სრულად ვერ ხერხდება ადგილობრივი პრობლემების მოგვარება, საქართველოს მთავრობამ მიიღო შესაბამისი ზომები დამატებით რესურსების მოძიების თვასაზრისით. სწორედ ამ რესურსებით მოხერხდა რეგიონებში დაგეგმილი ინფრასრტუქტურული პროექტების განხორციელება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონებში ინფრასრტუქტურული პროექტების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების პრობლებების მოგვარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შესდეგად (მომხრე – 12, თავი შეიკავა -1) კომიტეტის სხდომაზე დადებითად შეფასდა მთავრობის მიერ გაწეული მუშაობა 2009 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ წინა წლებთან შედარებითავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების ზრდა, რაც შესაბამისი ეფექტურობით აისახარეგიონული განვითარების ღონისძიებების განხორციელებაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესრულების წლიური ანგარიშის» (¹07-2/164, 31.03.10.). პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. K/კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/ II მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარესაქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, კერძოდ: სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 532.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 150 მლნ ლარით მეტია. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების გადაანგარიშებისას მხედველობაში იქნა მიღებული მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფაქტიური შესრულების დინამიკა და ეკონომიკის განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილება, კერძოდ, ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 2.0 პროცენტისა განისაზღვრა 4.5 პროცენტით. რაც შეეხება Aავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერი 836 934.0 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. პაპუნა პერტიაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი"საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი-ისა და "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოვალეობა მიენიჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ შემთხვევაში, როცა ფონდებიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს. Fფინანსთა მინისტრს უნდა მოეხსნას ვალდებულება შეუთანხმოს მთავრობას გასატარებელი ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. Aასევე საბიუჯეტო კოდექსს ემატება ახალი მუხლი, ეს არის 491 პრიმა მუხლი, რომელიც შეეხება უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვას, როგორც წესი უცხოურ პროექტებს საქართველოს მხრიდან სჭირდებათ თანამონაწილეობა და თანადაფინანსება ეს შეეხება ხშირ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას, რადგანაც დონორი თავის მხრივ არ იხდის გადასახადს, სწორედ ამ მუხლით დგინდება ქართული მხარის მიერ გადასახადის გადახდის წესი და იქმნება სპეციალური ანგარიში ბიუჯეტში, საიდანაც მოხდება ამ თანადაფინანსების თანხების ანაზღაურება. აზრი გამოთქვა: ვახტანგ ბალავაძემ დაზუსტებისათვის მიმართა მომხსენებელს: საბიუჯეტო კოდექსის 38 მუხლის მე-3 ნაწილის "ე” ქვეპუნქთან დაკავშირებით ანუ "Eე) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა (მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერების მოცულობა მუნიციპალიტეტების მიხედვით) გასული წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ეს ინფორმაცია ისედაც იყო, მაგრამ ეს ცვლილება უბრალოდ განმტკიცებისათვის, გვინდა, თუ რაიმე შინაარსობრივად იცვლება. პ. პერტიაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარმოვადგენთ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ბიუჯეტში გაწერილია მუნიციპალიტეტების მიხედვით გათანაბრებითი ტრანსფერი, თუ რომელ მუნიციპალიტეტს რამდენი აქვს გამოყოფილი, იმის გამო, რომ ცალსახად ჩანდეს სავალდებულოდ ჩავთვალეთ, პროექტში აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი გათანაბრებითი ტრანსფერი მუნიციპალიტეტების მიხედვით. Eეს შენიშვნა გამოითქვა საბიუჯეტო კოდექსის მესამე მოსმენის დროს, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა კოდექსში ამ ცვლილების ასახვა. გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (მომხრე – 12, თავი შეიკავა -1) კომიტეტმა განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი «საქართველოს 2010 წლის სახელმწიფობიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე» (¹07-2/178, 04.06.10.). კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. K(კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ” ოქმს თან ერთვის)
IV. საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონი "სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია სახელმწიფო ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მიეცეთ შესაძლებლობა მოახდინონ პრივატიზება, როგორც სარგებლობაში გადაცემული ნივთის, ასევე, მის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონებისა.
აზრი გამოთქვა: ვახტანგ ბალავაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ცვლილებაში, სადაც საუბარია თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ჩანაწერი «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო», უნდა შეიცვალოს შემდეგი რედაქციით «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე». Aასევე გვაქვს რედაქციული სახის შენიშვნა მე-61 მუხლის 11 პუნქტთან დაკავშირებით.
გადაწყიტეს: კენჭისყრის შესდეგად (მომხრე – 12, თავი შეიკავა -1) კომიტეტის მიერ გამოითქვა შემდეგი სახის შენიშვნები: 1. «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში 2009 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე (მუხლი 33, მე-3 პუნქტი, (პ.ბ.) და (პ.გ.) ქვეპუნქტები) აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-9, მე-91, მე-10, მე-11 პუნქტებში, მე-9 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნტებსა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში ჩანაწერი «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო» უნდა შეიცვალოს შემდეგი რედაქციით «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე». 2. წარმოდგენილი კანონპროექტის მე-61 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: «11. ამ მუხლით გათვალისწინებული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესი არ გამოიყენება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იმ უძრავი ნივთის მიმართ, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან/და ირიცხება მის ბალანსზე». აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. K(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|






