| ოქმი #59 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი #59 17 მაისი 2010წ. 1300 საათი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონის კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), ჯ. მაღლაკელიძე გ. ენუქიძე, ლ. მინდელის ადგილმონაცვლე მ. გაჩეჩილაძე, გ. ჭელიძე, დ. ბეჟუაშვილი
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კ. Kკოპალიანი, ბ. ხურციძე, ი. შერვაშიძე, ა. თავდგირიძე, რ. ფიფია გ. ტალახაძე, ზ. გულიკაშვილი,
მოწვეული სტუმრები: კორნელი კუკულავა – ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძე – ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ჩიტაიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული გურიის რეგიონში
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი კომიტეტის აპარატის აპარატის უფროსი – ვლადიმერ ჯიშიაშვილი
დღის წესრიგი:
1. პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის გურიის მხარეში ვლადიმერ ჩიტაიშვილის ინფორმაცია _ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ
სხდომას უძღვებოდა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულთბილი დახვედრისათვის, დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი, რომელიც ერთხმად იქნა დამტკიცებული.
I. მოისმინეს: პრეზიდენტის რწმუნებულის ვლადიმერ ჩიტაიშვილის ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე ინფრასტუქტურული და სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტი დასაქმებაა და სოფლის მცხოვრებთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. "მოკლე დროში უნდა მოხდეს გაზიფიკაცია. ამის ვალდებულება აღებული აქვს კომპანია "სოკარს”. კომპანიისთვის მთავარია, ბუნებრივ აირს ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს, ასე რომ ჩვენი ინტერესები ემთხვევა. საცხოვრებელ სახლებში გაზის შეყვანა ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომაც მათთან შეთანხმებით მოსახლეობას საშუალება ექნება, განვადებით გადაიხადოს შესრულებული სამუშაოების ღირებულება” აღნიშნა გუბერნატორმა. კომიტეტების თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ აღნიშნა, რომ გასვლითი სხდომების ჩატარება რეგიონებში კარგი საშუალებაა, იმისათვის რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პრობლემებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას ასევე, საინტერესოა მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით მოქალაქეების აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. თითქმის ყველა რაიონში დგას ინდივიდუალური გამრიცხველიანების, გაზიფიცირების და სხვა პრობლემები, რომელთა მოგვარებისათვის დაწყებულია სამუშაოები, მთავარია მოსახლეობა ჩართული იყოს ამ პროცესში ჩვენგან კი მხარდაჭერა ექნებათ. სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრები რეგიონის სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის დალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. საუბრისას გამოიკვეთა მოსახლეობის პრიორიტეტული მოთხოვნები, კერძოდ როგორიცაა:ინდივიდუალური გამრიცხველიანება, გაზიფიკაცია, ხვნა-თესვის კამპანიაში შეღავათიანი პირობების შექმნა, სოციალური დახმარების მისაღებად შუამდგომლობა. ასევე პარლამენტის წევრებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფარცხმის სკოლის სარემონტო შენობა მოინახულეს დაპრობლემის მოგვარებისათვის დაჩქარებული რეჟიმისშექმნაში დახმარებას დაპირდნენ.
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|






