|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის გასვლითი
სხდომის ოქმი #57
12 აპრილი 2010წ.
1300 საათი
ხულოს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციის შენობა
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები:
ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) ო. ხინიკაძე(კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) ჯ. მაღლაკელიძის ადგილმონაცვლე ა. ლეკაშვილი, გ. ჭელიძე, გ. ტალახაძე, ზ.გულიკაშვილი, დ. ბეჟუაშვილი, ა. თავდგირიძე, ი. შერვაშიძე, გ. ენუქიძე
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
ე. კვერნაძე, კ. Kკოპალიანი, რ. ფიფია, ლ. მინდელი, ბ. ხურციძე
მოწვეული სტუმრები:
ანზორ ბოლქვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან აბაშიძე – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი
გივი ქედელიძე _ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე
ირაკლი ბარამიძე – ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ზურაბ ხოზრევანიძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი
თემურ ბოლქვაძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელები და დეპუტატები;
გამგეობის სამსახურის უფროსები და წარმოება დაწესებულებების ხელმძღვანელები.
კომიტეტის აპარატის უფროსი –ვლადიმერ ჯიშიაშვილი
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის მ. მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: «ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» და კანონპროექტები: «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულკოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» და «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»(მესამე მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე
(რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
2. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, ლ. თორდიას და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»(მესამე მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე
(რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის ანგარიში.
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე
(რეგიონული პოლიტიკის, თვითმ,მართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "ადმინისტრაციულ სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ”
საქართველოს კანონის პროექტი (I მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე
(რეგიონული პოლიტიკის, თვითმ,მართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ. მან მადლობა გადაუხადა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულთბილი დახვედრისათვის. სხდომის თავმჯდომარემ დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს:
კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა მ. მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტები: «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» და კანონპროექტები: «საქართველოსზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» და «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე».
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის მიერ წარმოდგენილი შემდეგი სახის შენიშვნები, კერძოდ:
1) "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტით წარმოდგენილი კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დათქმა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართებლივ აქტზე, თვითმმართველი ერთეულის საკუთარი გერბის დამტკიცებამდე, მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახვას, ნორმატიული აქტის ძირითადი ნაწილის (კოდექსის 52-ე მუხლის) ნაცვლად, უნდა ჩამოყალიბდეს კოდექსის გარდამავალი დებულების სახით.
აღნიშნული შენიშვნა კომიტეტის წევრების მიერ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტით წარმოდგენილი კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი შემდეგი რედაქციით იქნა ჩამოყალიბებული:
."საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე საკუთარი გერბის არსებობის შემთხვევაში გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (მაყურებლის მხრიდან მარცხენა ზედა კუთხეში) და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (მაყურებლის მხრიდან მარჯვენა ზედა კუთხეში), ხოლო საკუთარი გერბის არარსებობის შემთხვევაში - მხოლოდ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (ცენტრში)".
2) "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტით წარმოდგენილი კოდექსის 521 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს "საქართველოს დიდი სახელმწიფო გერბი”. მოცემული ნორმა შესაბამისობაშია მოსაყვანი "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით. აღნიშნული შენიშვნა მთლიანად იქნა გათვალისწინებული და 521 მუხლის მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
" საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე –– საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)".
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად)
აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველადგატანა.
K/კომიტეტის დასკვნა და შენიშვნის ფურცელი ოქმს თან ერთვის/
II. მოისმინეს:
კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძის და მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» მან აღნიშნა, რომკანონპროექტის მიღების მიზანია მოხდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სრულყოფა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრორეგულარული გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიის)MMმოძრაობის მარშუტის დარეგულირება.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად)
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.
/კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/
III. მოისმინეს:
კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ წარმოადგინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია კომისიის წევრების შემადგენლობა, აპარატის სტრუქტურული ერთეულები, ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების სტრუქტურა და კომისიის მიერ განხორციელებული ძირითადი ფუნქციები: ტარიფების დადგენა და რეგულირება, გამანაწილებელი კომპანიების ლიცენზირება, სამართლებრივი საქმიანობა, კომპანიებისა და მომხმარებელთა მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფა, ანგარიშში, ასევე ვრცლადაა წარმოდგენილი რეგულირების დარგების (ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის სექტორის, წყალმომარაგების სისტემის) მდგომარეობა. 2009 წელი კომისიის საქმიანობისთვის წარმატებული იყო, რაც ქვეყნის ელექტრო და გაზმომარაგების ძირეულ, აგრეთვე გარკვეულწილად წყალმომარაგების გაუმჯობესებაში გამოვლინდა. გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დარგის სახელმწიფოებრივი რეგულირების როლმა.
უნდა ითქვას, რომ ელექტროენერგეტიკა უდეფიციტოდ მუშაობს კვლავ. რაც შეეხება, წყალმომარაგების სისტემას, იგი ამორტიზირებულია, წყალსადენების ტექნიკური მდგომარეობა არასახარბიელოა.
წყალმომარაგების სისტემაში მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით კომისია ხაზს უსვამს შემდეგი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას: ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შეძლებისდაგვარად მოხდეს მათი სრული რეაბილიტაცია, რომლის დროსაც მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული წყალმომარაგებისათვის გრუნტის წყლიდან თვითდენით სისტემებზე გადასვლა, თუნდაც ამისათვის წყლის შედარებით შორიდან წამოყვანა გახდეს საჭირო; ამორტიზებული მილსადენების გამოცვლა გარე ქსელებში წყლის ჟონვებისა და დანაკარგების შესამცირებლად; წყლის ხარჯის ნორმების ფაქტორივი და ნორმატიული სიდიდის დადგენა; მომხმარებელთა გამრიცხველიანების პრობლემის გადაჭრა.
«საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის ანგარიშში» აღნიშნულია, რომ მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სათანადო ნორმატიული აქტების მიღებითა და ახალი წესების ამოქმედებით ხელი შეეწყო ისეთი პრობლემების თანდათანობით მოგვარებას, როგორიცაა: მომხმარებლის მიერ ხანდაზმული დავალიანების აღიარების იძულება, ახალ აბონენტად რეგისტრაციისას ძველ მესაკუთრეზე არსებული ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი გაზის გასული წლების დავალიანების აღიარების იძულება ახალი მესაკუთრის მიერ, საერთო მრიცხველზე მიერთებულ მომხმარებელთა ჯგუფისთვის დანაკარგის ანაზღაურების მოთხოვნა სამომხმარებლო ტარიფში ამ დანაკარგის გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელებში ზენორმატიული დანაკარგების მომხმარებლებზე დარიცხვა, მომხმარებლისაგან დამატებითი ხარჯების გაწევის მოთხოვნა მრიცხველის ლაბორატორიულ შემოწმებაზე და სხვა.
მიუხედავად კომისიის არაერთი დროებითი ნორმატიული აქტის შემუშავებისა და ღონისძიების განხორციელებისა, საქართველოს ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისას უმთავრეს პრობლემად რჩება გამრიცხველიანობის _ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობის პრობლემა. პრობლემად რჩება აგრეთვე წყამომარაგების სისტემის რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია და გამოცვლა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა კომისიის საქმიანობის გაუმჯობესება და რეკომენდაციის სახით გამოთქვა შემდეგი სახის მოსაზრება:
«საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის ანგარიშში» აღნიშნულია, რომ მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის მიერ სათანადო ნორმატიული აქტების მიღებითა და ახალი წესების ამოქმედებით ხელი შეეწყო ისეთი პრობლემების თანდათანობით მოგვარებას, როგორიცაა:მომხმარებლის მიერ ხანდაზმული დავალიანების აღიარების იძულება, ახალ აბონენტად რეგისტრაციისას ძველ მესაკუთრეზე არსებული ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივიგაზის გასული წლების დავალიანების აღიარების იძულება ახალი მესაკუთრის მიერ, საერთო მრიცხველზე მიერთებულ მომხმარებელთა ჯგუფისთვის დანაკარგის ანაზღაურებისმოთხოვნა სამომხმარებლო ტარიფში ამ დანაკარგის გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელებში ზენორმატიული დანაკარგების მომხმარებლებზე დარიცხვა,მომხმარებლისაგან დამატებითი ხარჯების გაწევის მოთხოვნა მრიცხველის ლაბორატორიულ შემოწმებაზე და სხვა.
მიუხედავად კომისიის არაერთი დროებითი ნორმატიული აქტის შემუშავებისა, საქართველოს ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მომხმარებლის ელექტროენერგიითმომარაგებისას უმთავრეს პრობლემად რჩება გამრიცხველიანობის _ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობის პრობლემა. აქედან გამომდინარე,მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს იმ მიმართულებით, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა დააჩქარონ მათიგანაწილების არეალში შემავალი მოსახლეობის ეტაპობრივი გამრიცხველიანობა კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკისა და დადგენილი ვადების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.
/კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/
IV. მოისმინეს:
კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტი "ადმინისტრაციულ სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ” მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს" იმ პირთა ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობისა და სახდელისაგან გათავისუფლებას, რომლებმაც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2009 წლის 15 ივნისამდე, ამავედროს,ადმინისტრაციული სახდელისაგან პირი გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ არ აღსრულებულა უფლბამოსილი ორგანოს/ტანამდებობის პირის მიერ გამოტანილიდადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე, პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირიუტადისახდელის, ისე დამატებითი სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე. კანონპროექტში მოცემულია სამართალდარრვევათა ჩამონათვალი, რომელთა ჩადენისთვისპასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაც მიზანშეუწონელია.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად)
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.
/კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის
კომიტრეტის სხდომაზე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების და მიმდინარე პროექტების განხორციელების შესახებ აზრი გამოთქვეს:
A
ლევან აბაშიძე – (ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი) მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ და დასტურად მოიყვანა ძირითადი სოციალურ - ეკონომიკური მაჩვენებლები:
|
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
|
|
|
|
|
დასახელება
|
გამოყოფილი თანხა
|
შემსრულებელი
|
|
ხულოს მუნიციპალიტეტისადგილობრივი ბიუჯეტი, მათ შორის:
|
4 824 461
|
ხულოს მუნიციპალიტეტი
|
|
სოფლის პროგრამა
|
807 311
|
|
სხვა პრიორიტეტები
|
824 000
|
|
საავტომობილო გზებისრეაბილიტაცია
|
613 400
|
გზების დეპარტამენტი
|
|
მუნიციპალური განვითარებისფონდის მიერ დაგეგმილიღონისძიებები
|
1 200 000
|
მგფ
|
|
განათლების ღონისძიებები, მათშორის:
|
2 800 000
|
განათლების სამინისტრო
|
|
სკოლების დაფინანსება
|
2 500 000
|
|
სკოლების რემონტი
|
300 000
|
|
სუბსიდიები
|
11 400 000
|
სუბსიდიების სააგენტო
|
|
ქედლების გზა
|
1 500 000
|
საქ.გზების დეპარტამენტი
|
|
დანისპარაულის ხიდი
|
900 000
|
საქ.გზების დეპარტამენტი
|
|
ჯამი:
|
23 237 861
|
|
Mმან ასევე ყურადღება გაამახვილა სტიქიის შედეგად დაშლილი და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მობინადრეთა დროული სათანადო დახმარებისა და ეროზირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ჩასახლებისა და ჩასახლებულთა ადგილებზე დამკვიდრების საქმეში არსებულ პრობლემებზე და მიმოიხილა პრიორიტეტული ღონისძიებების და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა.
თემურ შამანაძემ – (რწმუნებული რიყეთის ტერიტორიულ ორგანოში:) მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას დანისპარაულის ხიდის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტისათვის და აღნიშნა მოსახლეობის სამთო იალაღებზე გადასვლასთან დაკავშირებით ამ ხიდის მშენებლობის ტემპების დაჩქარების აუცილებლობა;
ემზარ აბულაძემ - (მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე) ითხოვა ქედლების ბეტონის გზის სამუშაოების დაწყების დაჩქარება;
ვაჟა ცეცხლაძემ – (გამგეობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი): ითხოვა, რომ კანონპროექტი, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახდელების ამნისტიას ითვალისწინებს, როგორც ძირითად ასევე დამატებით სახდელისაგან განთავისუფლებას, მაგრამ არ ეხება ზიანის ანაზღაურებას. მოსახლეობის თხოვნით კანონმდებლობის ფარგლებში თუ იქნება შესაძლებელი ამნისტია შეეხოს ასევე ზიანის ანაზღაურებას.
როლანდ აბულაძემ- (რწმუნებული ვაშლოვანის ტერიტორიულ ორგანოში): ითხოვა ვაშლოვანის თემში განვითარებული მეწყერის, რომლის შედეგადაც დაიშალა მისასვლელი გზები და არხები, დაზიანდა და დეფორმაცია განიცადა საცხოვრებელმა სახლებმა, დროული შესწავლისა და სათანადო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დაჩქარება;
ამირან მელაძე – (რწმუნებული აგარის ტერიტორიულ ორგანოში) მან ისაუბრა აგარის საჯარო სკოლის არსებული დეფორმირებული სამსართულიანი კაპიტალური შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების აუცილებლობის შესახებ.
გურამ ჩოგაძემ – (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსი):
ისაუბრა განსახორციელებელი პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ პრიორიტეტული ღონისძიებებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. დამთავრების ფაზაშია საპროექტო სამუშაოები. პარალელურად დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები. გათვალისწინებული ღონისძიებების ძირითადი ნაწილი შესრულება მაისის თვის ბოლომდე. მან ინფორმაციის სახით აღნიშნა ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქცია - რემონტის სამუშაოების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნა, რომ დაწყებულია ფასადებისა და სახურავის რეკონსტრუქციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჟეტით გათვალისწინებული 100000 ლარის მოცულობით. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 488 000 ლარს. გათვალისწინებულია არსებული ნახევრად კაპიტალური შენობის ფასადების, სახურავის, სცენის, სართულ-შუა გადახურვების რეკონსტრუქცია, წყალგაყვანილობა - კანალიზაციის, გათბობის, ელექტრო ქსელების, გარე წყალგაყვანილობა - კანალიზაციის სისტემების მოწყობა და ითხოვა პროექტის სრულყოფილად განხორციელებისათვის დამატებით საჭირო სახსრების გამოყოფა.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
პარლამენტის წევრები სხდომის დამთავრების შემდეგ შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|