| ოქმი #58 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების 17 აპრილი 2010წ. 1100 საათი ქ. ყვარელი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: არჩილ გეგენავა (აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონის კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) ე. კვერნაძის ადგილმონაცვლე ზ. გელაშვილი, გ. ტალახაძე, ზ. გულიკაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე გ. ენუქიძე, ლ. მინდელი, რ. ფიფია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ო. ხინიკაძე, დ. ბეჟუაშვილი, კ. Kკოპალიანი, ბ. ხურციძე, ი. შერვაშიძე, გ. ჭელიძე, ა. თავდგირიძე. აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ნ. აბულაშვილი, კ. კუკულავა, ი. შამილოვი, რ. ფიფია, რ. კემულარია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: პ. ლეჟავა, გ. გოგუაძე, ლ. თორდია, ნ. ჯანაშია, ნ. ლალიაშვილი, ა. სტურუა, ე, ჯალაღონია, რ. თედორაძე, რ. მარსაგიშვილი.
მოწვეული სტუმრები: გ. ღვინიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში; ა. კახიძე – რწმუნებულის მოადგილე კახეთის რეგიონში; ბ. კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლ. ჭოლაძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ა. ცინცაძე – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მ. მეტრეველი – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი; გ. ცინცაძე – ყვარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბ. ზანდარაშვილი – ყვარელის საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ნასყიდაშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ე. კუჭყაშვილი –საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნ. შანშიაშვილი –დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე
აპარატის თანამშრომლები: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი – ხათუნა ხვიჩია აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი - ი. ახალბედაშვილი.
დღის წესრიგი:
1. კახეთის მხარეში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ (მომხსენებელი: გიორგი ღვინიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი რწმუნებული კახეთის მხარეში) 2 ინფორმაცია- სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის შესახებ; ბ) სამელიორაციო სისტემების მდგომარეობის შესახებ. (მომხსენებელი: ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობს მინისტრი) 3. ინფორმაცია – მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (მომხსენებელი: მაია მეტრეველი – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი) 4. სამელიორაციო ობიექტების და მექანიზაციის სერვის ცენტრების მონახულება. 5. შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან. გაერთიანებულ სხდომას უძღვებოდნენ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები ვახტანგ ბალავაძე და არჩილ გეგენავა. მათ მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულთბილი დახვედრისათვის. სხდომას თავმჯდომარეობდა არჩილ გეგენავა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. Mმან დაადასტურა კვორუმის არსებობა ორივე კომიტეტში და გააცნო კომიტეტების წევრებს დღის წესრიგი, რომელიც ერთხმად იქნა დამტკიცებული.
I. მოისმინეს: პრეზიდენტის რწმუნებულის კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილმა წარმოადგინა ინფორმაცია კახეთის მხარეში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონში გასულ წლებთან შედარებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთლიანი სახნავი ფართობის 50% ამ დროისათვის დამუშავებულია და სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან საკმაო რაოდენობის ტექნიკის შემოყვანამ განაპირობა.
II. მოისმინეს: სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელმა წარმოადგინა ინფორმაცია- სამელიორაციო სისტემების მდგომარეობის შესახებ. იგი შეეხო სარწყავი არხების რეაბილიტაციის და წმენდის საკითხებს. Mდა აღინიშნა, რომ პრობლემას წარმოადგენს მოხმარებული სარწყავი წყლის საფასურის ამოღების დაბალი კოეფიციენტი.
აზრი გამოთქვა: ა. გეგენავამ, ა. ლეკაშვილმა, ნ. აბულაშვილმა, მათი მხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა რაიონების ტექნიკით უზრუნველყოფის და სარწყავი არხების წმენდის საკითხს. III. მოისმინეს: სურსათის უვნებლობის, ვერერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მეტრეველმა წარმოადგინა ინფორმაცია მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგგასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მან აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონში ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს კალიების გავრცელება-გადაადგილებასთან დაკავშირებით. შედგა შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგებთან და დაიწყება ერთიანი ფრონტით მუშაობა კალიების წინააღმდეგ. იგი აგრეთვე შეეხო მრღნელების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს. ამ მიზნით დედოფლისწყაროს გადაეცა 7000 კგ თუთიის ფოსფიტი ფართობების შესაწამლად.
აზრი გამოთქვა: დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ა. ლეკაშვილმა მან აღნიშნა, რომ სამსახურის მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონში მარცვლეულის მავნებლის, ბზუალას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს. კომიტეტების თავმჯდომარეებმა: ვახტანგ ბალავაძემ და არჩილ გეგენავამ კახეთის მხარეში გატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ანალოგიური გასვლითი სხდომები უფრო მეტად პროდუქტიული და შედეგიანია, რადგან, დეპუტატები ადგილზე ეცნობიან მოსახლეობის პრობლემებს და უფრო ოპერატიულად ხდება მათზე რეაგირება.
გადაწყვიტეს: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაციები: კახეთის მხარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის შესახებ,სამელიორაციო სისტემების მდგომარეობის შესახებ, მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჭიკაანის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობამ სოფლისპროდუქტების რეალიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, დამატებითი გასაღების ბაზრის და თბილისშიგარკვეულ უბნებში გარე ვაჭრობის ნებართვის თაობაზე. ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ თბილისში კახეთის მაცხოვრებელთათვის უსასყიდლოდ გამოიყოფა 5 ადგილი, სადაც გლეხები საზამთროს მოსავალს რეალიზაციას გაუკეთებენ. ასევე მოსახლეობამ ხელისუფლების მხრიდან მიიღო დაპირება, არამარტო ბაღჩეულიკულტურების, არამედ ბოსტნეული კულტურების მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დახმარების თაობაზე.
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|






