| ოქმი #56 |
|
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი #56
30 მარტი 2010წ. 1300 საათი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობა
სხდომის თავმჯდომარე: ვახტანგ ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ვ. ბალავაძე, ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე(კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) ლ. მინდელის ადგილმონაცვლე დ. ჭავჭანიძე, გ.ჭელიძე, გ. ტალახაძე, ზ. გულიკაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე, ბ. ხურციძე, დ. ბეჟუაშვილი;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ი. შერვაშიძე, კ. Kკოპალიანი, ა. თავდგირიძე, რ. ფიფია, გ. ენუქიძე.
მოწვეული სტუმრები: ლაშა მაქაცარია _ რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთის რეგიონში გია თევდორაძე – ქალაქ ქუთაისის მერი
კომიტეტის აპარატის უფროსი –ვლადიმერ ჯიშიაშვილი
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის მ. მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: «ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» და კანონპროექტები: «საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულკოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» და «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»(მეორე მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
2. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, ლ. თორდიას და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»(მეორე მოსმენა)
მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე (რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე)
3. ქუთაისის მერის გია თევდორაძის ანგარიში.
4. შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
5. მიმდინარე პროექტების მონახულება. კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემ, მან მადლობა გადაუხადა ქალაქ ქუთაისის მერს გია თევდორაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულთბილი დახვედრისათვის. სხდომის თავმჯდომარემ დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტების წევრებს დღის წესრიგი.
I. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტები: «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» და კანონპროექტები: «საქართველოსზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» და «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომკანონპროექტის მიღების მიზანია სრულყოფილად მოწესრიგდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ თვითმმართველი ერთეულის გერბისა და დროშის დადგენისპროცედურა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამშრომლობის საკითხები. წარმოდგენილი კანონპროექტით"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით: აღნიშნული ცვლილებით: ადგილობრივითვითმმართველობის ორგანო გერბისა და დროშის დიზაინის შემუშავებამდე წინასწარ კონსულტაციებს გადის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან. დიზაინის შემუშავების შემდეგკი ამავე საბჭოს თანხმობის შემდეგ განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის გერბი და დროშა. Gგარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულისბეჭდის შემოღებას, რომლის გამოყენების წესების განსაზღვრაც მოხდება პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომელიც უნდა გამოსცეს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა. შემდეგი ცვლილება შეეხება "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში” ცვლილებას, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობისპირთა) მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე საკუთარი გერბის არსებობის შემთხვევაში გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფოგერბი (მაყურებლის მხრიდან მარცხენა ზედა კუთხეში) და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (მაყურებლის მხრიდან მარჯვენა ზედა კუთხეში), ხოლო საკუთარიგერბის არსებობის შემთხვევაში (მის დამტკიცებამდე) – მხოლოდ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (ცენტრში). Aადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა(თანამდებობის პირთა) მიერ გამოცემულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე ასევე საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბთან ერთად გამოისახება ამთვითმმართველი ერთეულის გერბი – ასეთის არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება "ნორმატიული აქტების შესახებ” კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) მიერ გამოცემულნორმატიულ აქტებზე გამოსახული იქნება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ამ თვითმმართველი ერთეულის გერბი.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. K/კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/ II. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძის და მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია შეძლებისდაგვარად ამომწურავად ჩამოყალიბდეს ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილება, მოხდეს ადგილობრივი საქალაქორეგულარული სამგზავრო გადაყვანის სრულყოფა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზეშემომავალი ავტობუსების მოძრაობის მარშუტის დარეგულირება, ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრო რეგულარულიგადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების მოძრაობა ხორციელდება ქაოტურად, რაც ხდება საცობების წარმოქმნის მიზეზი. გამომდინარე აქედანზარალდება დედაქალაქის მოსახლეობა, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას და სწორედ მოსახლეობის მოთხოვნაა დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების მოძრაობისდარეგულირება და მათი მოძრაობის უცვლელი მარშუტის დადგენა.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. /კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/
III. მოისმინეს: ქალაქ ქუთაისის მერის გია თევდორაძის ანგარიში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა
პარლამენტის წევრებმა სხდომის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს მიმდინარე პროექტები და შეხვდნენ ადგილობრივმოსახლეობას.
სხდომის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძ |






