ოქმი #54

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის   სხდომის

                                                                                                                           ოქმი #54

                                                                                                                                                 11 მარტი 2010.

                                                                                                                                                    1400 საათი

                                                                                                                                        ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                   ვახტანგ ბალავაძე

                                                (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრებიკვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ხინიკაძის ადგილმონაცვლე ბოლქვაძეენუქიძემინდელის ადგილმონაცვლე .გამცემლიძეკოპალიანიჭელიძეშერვაშიძებეჟუაშვილიტალახაძეფიფია;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ხურციძეგულიკაშვილიმაღლაკელიძეთავდგირიძე.

 

მოწვეული სტუმრები:

კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი

 

აპარატის თანამშრომლები:

ჯიშიაშვილი – კომიტეტის აპარატის უფროსიხვიჩიაბეჟანიძეხიზანიშვილიჭელიძეგელანტიაკალანდარიშვილიუფროსი სპეციალისტიქველაძე.

 

                 

              სხდომის  დღის    წესრიგი:

 

1.საქართველოს პარლამენტის წევრის მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და კანონპროექტები: "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულკოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”(Iმოსმენა)

მომხსენებელიმაჭავარიანი

(საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

 

2. საქართველოს საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისთორდიასდა  ანჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსკანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის_თბილისის შესახებ” საქართველოს  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (I მოსმენა)

მომხსენებელილაშა თორდია

(საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

3. საქართველოს პარლამენტის წევრების თორდიასანჯაფარიძის და კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”(I მოსმენა)

მომხსენებელილაშა თორდია

(საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ბალავაძემმანვე დაადასტურა კვორუმისარსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

I. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა პირველი მოსმენით  წარმოადგინა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონისპროექტი: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და კანონპროექტები: "საქართველოსზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და "ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. მან აღნიშნარომკანონპროექტის მიღების მიზანია სრულყოფილად მოწესრიგდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ თვითმმართველი ერთეულის გერბისა და დროშის დადგენისპროცედურა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამშრომლობის საკითხებიწარმოდგენილი კანონპროექტით"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციითაღნიშნული ცვლილებითადგილობრივითვითმმართველობის ორგანო  გერბისა და დროშის დიზაინის შემუშავებამდე წინასწარ კონსულტაციებს გადის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთანდიზაინის შემუშავების შემდეგკი ამავე საბჭოს თანხმობის შემდეგ განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის გერბი და დროშა. Gგარდა ამისა,  კანონპროექტი ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულისბეჭდის შემოღებასრომლის გამოყენების წესების განსაზღვრაც მოხდება პრეზიდენტის ბრძანებულებითრომელიც უნდა გამოსცეს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა.

შემდეგი ცვლილება შეეხება "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში”  ცვლილებასრომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობისპირთამიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე საკუთარი გერბის არსებობის შემთხვევაში გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფოგერბი (მაყურებლის მხრიდან მარცხენა ზედა კუთხეშიდა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (მაყურებლის მხრიდან მარჯვენა ზედა კუთხეში), ხოლო საკუთარიგერბის არსებობის შემთხვევაში (მის დამტკიცებამდე) – მხოლოდ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (ცენტრში). Aადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა(თანამდებობის პირთამიერ  გამოცემულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე ასევე საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბთან ერთად გამოისახება ამთვითმმართველი ერთეულის გერბი – ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რაც შეეხება "ნორმატიული აქტების შესახებ” კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებსადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთამიერ გამოცემულნორმატიულ აქტებზე გამოსახული იქნება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ამ თვითმმართველი ერთეულის გერბი.

აზრი გამოთქვა:

კვერნაძემპარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ გამოფენილი თვითმმართველი ერთეულების გერბები და Dდროშები არის თუ არა ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებითსაკრებულოების მიერ დამტკიცებული და თუ შეიძლება მათი დიზაინის შეცვლა?

მაჭავარიანიმუნიციპალიტეტებმა გაიარეს წინასწარი კონსულტაცია ჰერალდიკის საბჭოსთან და ყველა გერბი და დროშარომელიც გამოფენილია პარლამენტის სხდომათადარბაზის წინ დამტკიცებულია თვითმმართველი ერთეულის საკრებულოების მიერრაც შეეხება უკვე დამტკიცებული დიზაინის შეცვლას შესაძლებელია ანალოგიური პროცედურისგავლით.

 

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

K/კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/

 

II. მოისმინეს:

ლაშა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილის,  ანჯაფარიძის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს დედაქალაქის_თბილისის შესახებ” საქართველოს  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზემან აღნიშნარომკანონპროექტის მიღების მიზანია შეძლებისდაგვარად ამომწურავად ჩამოყალიბდეს თბილისის მთავრობის უფლებამოსილებამოხდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარულისამგზავრო გადაყვანის სრულყოფა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალიავტობუსების მოძრაობის მარშუტის დარეგულირებავინაიდან ხშირია შემთხვევებიროდესაც საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრო რეგულარულიგადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების მოძრაობა ხორციელდება ქაოტურადრაც ხდება საცობების წარმოქმნის მიზეზი. Gგამომდინარე აქედანზარალდება დედაქალაქის მოსახლეობარაც იწვევს მათ უკმაყოფილებას და სწორედ მოსახლეობის მოთხოვნაა დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების მოძრაობისდარეგულირება და მათი მოძრაობის უცვლელი მარშუტის დადგენა.

 

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

K/კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/

 

III. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების ანჯაფარიძისკუკავას  და მის მიერსაკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის შესახებ” მან აღნიშნარომ კანონპროექტის მიღების მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სრულყოფასაქართველოსტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას დედქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დარეგულირებამოქმედსამართლებრივ აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

 

გადაწყვიტესკენჭისყრის შედეგად (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

K/კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/

 

         სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

 

     

         სხდომის თავმჯდომარე                 ვახტანგ ბალავაძე

       

        სხდომის მდივანი                         ბელა ქველაძე

 
modules