| ოქმი #52 |
|
საქართევლოს პარლამენტის რეგონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის ოქმი #52
19 თებერვალი 2010 წელი 1400 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438
სხდომის თავმჯდომარე: რეგონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ელდარ კვერნაძე
სხდომის მდივანი: რეგონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის უფროსი სპეციალისტი ბელა ქველაძე სხდომას ესწრებოდნენ: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრები: ელდარ კვერნაძე, (კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), ოთარ ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ვახტანგ ბალავაძე, გოჩა ენუქიძე, ბეჟან ხურციძე, დავით ბეჟუაშვილი, ჯაბა მაღლაკელიძე, ასლან თავდგირიძე, როლანდ ფიფია, ბეჟან ხურციძე, გიორგი ტალახაძე სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: კარლო კოპალიანი, ლაშა მინდელი., იაშა შერვაშიძე, ზაზა გულიკაშვილი, გიორგი ჭელიძე,. კომიტეტის აპარატი: ვლადიმერ ჯიშიაშვილი, ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი. სულიკო ბეჟანიძე, თამარ კალანდარიშვილი, რაფიელ გელანტია, ბელა ქველაძე. მოწვეული სტუმრები: ლაშა თორდია – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ივერი ახალბედაშვილი – აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი.
დღის წესრიგი:
I. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას და ზ. Kკუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ფიზიკური დაკერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: ზვიად კუკავა (საქართველოს პარლამენტის წევრი)
სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ კვერნაძემ,დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცებულ იქნა ერთხმად.
I მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის თნახმად, ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონაში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამასთან ამ კატეგორიის მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას და ზ. Kუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანა. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ელდარ კვერნაძე
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
|






