ოქმი #51

საქართევლოს პარლამენტის რეგონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის 

ოქმი #51                                   

                                                                                                                    თებერვალი 2010 წელი

                                                                                                                                                                       1300 საათი

                                                                                                                                                       კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹438

                                                          

სხდომის თავმჯდომარე:    რეგონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების 
                                                        კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
                                                                                                                      ელდარ კვერნაძე                

                                                

სხდომის მდივანი:    რეგონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების  
                                                                                                                       კომიტეტის უფროსი სპეციალისტი
                                                                                                                                ბელა ქველაძე

სხდომას ესწრებოდნენ:

რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრებიელდარ კვერნაძე, (კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), ოთარ ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გოჩა ენუქიძე,  გიორგი ჭელიძე, ბეჟან ხურციძე, დავით ბეჟუაშვილი, ჯაბა მაღლაკელიძე, როლანდ ფიფია, იაშა შერვაშიძე, ზაზა გულიკაშვილი, ასლან თავდგირიძე, გიორგი ტალახაძე,

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:

კარლო კოპალიანი, ლაშა მინდელი, ბეჟან ხურციძე.

კომიტეტის აპარატიჯიშიაშვილი ვლადიმერი, ხვიჩია ხათუნა, ბეჟანიძე სულიკო, კალანდარიშვილი თამარი, გელანტია რაფიელი, ჭელიძე ნათია, ქველაძე ბელა.

 

მოწვეული სტუმრები:

მამაცაშვილი გოჩა - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე;

ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსის მოადგილე                           

                          

  დღის წესრიგი:

 

I. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ქალაქ  თბილისის  საზღვრებში  და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანისთაობაზე”

 

       M   მომხსენებელიმამაცაშვილი გოჩა

 (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე)

 

II. "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნის შესაბამისადწარმოდგენილი ოფიციალური ანგარიშისაქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტისგურჯაანისდედოფლისწყაროსთელავისლაგოდეხის,საგარეჯოსსიღნაღისყვარელის,  რუსთავისბოლნისისდმანისისმარნეულისგარდაბნისთეთრიწყაროსწალკისადიგენისასპინძისახალციხისახალქალაქისბორჯომის,ნინოწმინდისამბროლაურისლენტეხისონისცაგერისლანჩხუთისოზურგეთისჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშისახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების  მიერ, 2009 წელს ზედამხედველობის სფეროში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

ინფორმაცია წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ ხინიკაძემ

 

სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ კვერნაძემ, დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცებულ იქნა ერთხმად.

I   მოისმინეს:

გოჩა მამაცაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ქალაქ თბილისის  საზღვრებში  და მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”.

 Mმან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელ;მწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა, თუ საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათავალისწინებული მიზნებისათვის ხორციელდება საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისათვის მიჩენილი უბნის გამოყოფა. ასევე კანონპროექტით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის საზღვრებში სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური კატეგორიის მინიჭებას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა შეთანხმდეს ქალაქ თბილისის მერიასთან და უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციას.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "ქალაქ  თბილისის  საზღვრებში  დამიმდებარე  ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებისშეტანის თაობაზე” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის)

 

II. მოისმინეს:

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ ხინიკაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო  "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფოზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად წარმოდგენილი ოფიციალური ანგარიშისაქართველოსადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტისგურჯაანისდედოფლისწყაროსთელავისლაგოდეხისსაგარეჯოსსიღნაღისყვარელის,  რუსთავისბოლნისის,დმანისისმარნეულისგარდაბნისთეთრიწყაროსწალკისადიგენისასპინძისახალციხისახალქალაქისბორჯომისნინოწმინდისამბროლაურისლენტეხისონისცაგერის,ლანჩხუთისოზურგეთისჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშისახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის  მიერ, 2009 წელს ზედამხედველობის სფეროში გაწეულიმუშაობის შესახებ.

 

(საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ 2009 წლის ზედამხედველობის სფეროში გაწეულიმუშაობის ანგარიში ოქმს თან ერთვის)

 

        სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

      სხდომის თავმჯდომარე                  ელდარ კვერნაძე

         სხდომის მდივანი                         ბელა ქველაძე

 
modules