| ოქმი #50 |
|
საქართევლოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის ოქმი #50
14 იანვარი 2010 წელი 1600 საათი პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
სხდომას უძღვებოდნენ: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და ხუხუნაიშვილი ვანო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორდია ლაშა
სხდომის მდივანი: რეგონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის უფროსი სპეციალისტი ქველაძე ბელა სხდომას ესწრებოდნენ: რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრები: ხუხუნაიშვილი ვანო (კომიტეტის თავმჯდომარე), კვერნაძე ელდარი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), მინდელი ლაშა, ჭელიძე გიორგი, ხურციძე ბეჟან, ბეჟუაშვილი დავით, ტალახაძე გიორგი, მაღლაკელიძე ჯაბა, შერვაშიძე იაშა, გულიკაშვილი ზაზა,
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ხინიკაძე ოთარი,(კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) თავდგირიძე ასლანი, ფიფია როლანდი, ენუქიძე გოჩა, კოპალიანი კარლო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: თორდია ლაშა, ანჯაფარიძე კახაბერი, წურწუმია თეიმურაზი, ბაღათურია ჯონდი, თოდრაძე დავითი, ცაგარეიშვილი გიორგი, კუკავა ზვიადი, მკოიანი ენზელ, ბჟალავა რომანოზი რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომას ესწრებოდნენ: ავთანდილ დემეტრაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე; გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; ნათია მიქელაძე – ფინანსთა მინისტრის მოადგილე; დღის წესრიგი: 1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანისშესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. (I მოსმენა) ინიციატორი: საქართველოს პრეზიდენტი მომხსენებელი: ზურაბ დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის მოადგილე)
2. საქართველოს კანონის პროექტები: "შემოსავლების სამსახურის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საბაჟოკოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”(I მოსმენა) ინიციატორი: საქართველოს მთავრობა მომხსენებელი: გია ხუროშვილი მთავრობის საპარლამენტო მდივანი სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო ხუხუნაიშვილმა დაადასტურა კვორუმის არსებობა ორივე კომიტეტში და გააცნო კომიტეტების წევრებს დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცებულ იქნა ერთხმად.
I. მოისმინეს: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ დეკანოიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. Mმან აღნიშნა, რომ კანონპროექტით კონსტიტუციას გარდამავალ ნაწილში ემატება 1043 მუხლი, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების –საკრებულოების რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა. ამასთან აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერის არჩევნები ტარდება პირდაპირი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 45 დღისა. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია წარმოდგენილი მუხლის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისობა ამ მუხლთან. აზრი გამოთქვეს: ა. დემეტრაშილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის განხილვის უზრუნველსაყოფად შექმნილია საორგანიზაციო კომისია, რომელმაც ჩაატარა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობასთან, ამ შეხვედრებზე გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები, რომელიც შეაჯამა საორგანიზაციო კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე. შენიშვნები რედაქციული ხასითისააPდა ეხება 1043 მუხლის პირველ პუნქტს, სადაც ამოღებული იყო სიტყვა "საკრებულოები მოტივაცია იყო ის, რომ ამ ვადაში უნდა ჩატარდეს არა მარტო საკრებულოების, არამედ ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. მეორე წინადადება ეხება 45 დღიან ვადას, რომლის განმავლობაშიც საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები, იყო ასევე წინადადება, რომ ეს ვადა გაიზარდოს 60 დღემდე, რაც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო კამპანიის უკეთ ჩატარებას. მესამე წინადადება ეხებოდა 3 თვიან ვადას, რომლის განმავლობაშიც საქართველოს პარლამენტმა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს მიმდინარე კანონმდებლობა თუკი რათქმა უნდა ეს კონტიტუციური შესწორება იქნება გათვალისწინებული. Aასევე მინდა მოგახსენოთ იმ წინადადებების თაობაზე, რომელიც გამოითქვა როგორც საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წევრებთან შეხვედრის დროს ეს მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროა უფრო დახვეწილი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვადამდე ადრე დათხოვნის და შემდგომი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ვ. ხუხუნაიშვილი: ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, როგორც საკონსტიტუციო კომისიიასთან, ასევე თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან. რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომტეტი უახლოეს პერიოდში გეგმავს გასვლით სხდომას, რათა მოვისმინოთ საკონსტიტუციო კომისიის გარკვეული ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნება ასახული თვითმმართველობის საკითხები მომავალში ქვეყნის კონსტიტუციაში. ლ. თორდია შენიშვნები, რომელიც საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე იქნა გამოთქმული გაზიარებული იქნება წარმოდგენილ კანონპროექტში და აისახება კანონპროექტის წარდგენამდე პლენარულ სხდომაზე. გადაწყვიტეს: კომიტეტი აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მხარს უჭერს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველადგატანას. პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
II მოისმინეს: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "შემოსავლების სამსახურის შესახებ”, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის თანახმად, უქმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისადაც შექმნილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებლო დაწესებულება შემოსავლების სამსახური და მის ბაზაზე ყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. აზრი გამოთქვა: ე. კვერნაძე – რაზე იქნება დამოკიდებული მომსახურების საფასური? გ.G ხუროშვილი – "შემოსავლების სამსახურის შესახებ” კანონპროექტის მე-4 მუხლით განისაზღვრება მომსახურების ფუნქციები, რომელიც შედგება რამოდენიმე ქვეპუნქტისაგან იქედან გამომდინარე, თუ რა ფუნქციები გააჩნია სამსახურს, დადგინდება მთავრობის მიერ მომსახურეობის სახეები, შესაბამისად მთავრობა დაადგენს ტარიფებს იმის ადეკვატურად რაც იგივე რეჟიმით გვაქვს საჯარო და სამოქალაქო რეესტრის შემთხვევაში. Mმომსახურების საფასურები დადგინდება შესასრულებელი ფუნქციიდან გამომდინარე.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა და მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე ვანო ხუხუნაიშვილი
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე |






