- საქართველოს პარლამენტის
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის
- ო ქ მ ი #27
- 30 ივნისი 2011 წ.
- სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
- სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა,
- მ. გოგატიშვილი, გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე.
- საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: გ. გოგუაძე, ლ. ვეფხვაძე, გ. კუპრავა.
- გ. ლონდარიძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი, დ. ჭავჭანიძე.
- სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გ. ხუროშვილი, ინანსთა მინისტრის მოადგილე პ. პეტრიაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე
- რ. კემულარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თ. ჭელიძე,
- საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი ი. ქოიავა.
- დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
- 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ¹672 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
- 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი "პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ”.
- 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა).
- 4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განახლებული და შესწორებული დაფინანსების ხელშეკრულების (ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტი)” ცვლილების ხელშეკრულება”.
- 5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ოქმი "1993 წლის 3 ივნისის ოქმთან საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ 1980 წლის 9 მაისის კონვენციაში (კოტიფი) ცვლილების შეტანის თაობაზე” (1980 წლის 9 მაისის კონვენცია საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ (კოტიფი) 1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად) შეერთებისათვის.”
- 6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების” 1998 წლის 24 ნოემბრის ცვლილებები”.
- 1. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ¹672 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
- მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი
- აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა.
- დაადგინეს: კომიტეტი წარმოდგენილ ბრძანების პროექტს მიიჩნევს შეთანხმებულად. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
- კომიტეტს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
- 2. მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი "პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ”.
- მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი
- აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
- დაადგინეს: კომიტეტი წარმოდგენილ ბრძანების პროექტს მიიჩნევს შეთანხმებულად (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
- 3. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა).
- მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი
- აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
- დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ რედაქციული სახის შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
- 4. მოისმინეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განახლებული და შესწორებული დაფინანსების ხელშეკრულების (ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტი)” ცვლილების ხელშეკრულება”.
- მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია
- აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
- დაადგინეს: კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირება. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
- 5. მოისმინეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ოქმი "1993 წლის 3 ივნისის ოქმთან საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ 1980 წლის 9 მაისის კონვენციაში (კოტიფი) ცვლილების შეტანის თაობაზე” (1980 წლის 9 მაისის კონვენცია საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ (კოტიფი) 1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად) შეერთებისათვის.”
- მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძე
- აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
- დაადგინეს: კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი ოქმის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.
- (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
- 6. მოისმინეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების” 1998 წლის 24 ნოემბრის ცვლილებები”
- მომხსენებელი: საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე თამარ მიქაბერიძე
- აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
- დაადგინეს: კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
- ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
|