|
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის
ოქმი #23
10 ივნისი 2011 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა,
მ. გოგატიშვილი, გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე, გ. კუპრავა.
საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: გ. გოგუაძე, ლ. ვეფხვაძე, გ. ლონდარიძე,
დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი, დ. ჭავჭანიძე.
სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მთავრობის საპარლამენტო მდივანი
გ. ხუროშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე დ. ძაგნიძე, რეგიონული პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მ. ვაწაძე, პარლამენტის წევრი თ. წურწუმია
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”.
(I მოსმენა).
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. (I მოსმენა).
5. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
6. საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. ბუცხრიკიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის შესახებ”, "დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”.
(I მოსმენა).
7. საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "შემოქმედებით მუშაკთა კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
(I მოსმენა).
8. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა).
9. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”; "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (II მოსმენა).
1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტებით შემოთავაზებულ პრინციპს და მიზანშეწონილად მიაჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "ელეტროენერგე-ტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
3. მოისმინეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე
აზრი გამოთქვეს: გ. ჩახვაძემ, ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპებს, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მუხლი საჭიროებს დახვეწას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია მისი პარლამენტის პლენარულს სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
4. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
5. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი თეიმურაზ წურწუმია
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრონციპებს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
6. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. ბუცხრიკიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის შესახებ”, "დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ზვიად კუკავა
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტებით შემოთავაზებულ პრინციპებს და მიზანშეწონილად მიაჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
7. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "შემოქმედებით მუშაკთა კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ზვიად კუკავა
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
8. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა).
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი მიხეილ ცქიტიშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნების არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით.
(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
9. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”; "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (II მოსმენა).
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი მიხეილ ცქიტიშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
:
ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |