|
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის
ოქმი #22
8 ივნისი 2011 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, გ. ჩახვაძე, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა, მ. გოგატიშვილი, გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე, დ. ნადაშვილი, დ. ჭავჭანიძე.
საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ზ. კუკავა, გ. გოგუაძე, ლ. ვეფხვაძე,
გ. კუპრავა, გ. ლონდარიძე, მ. ცქიტიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: პარლამენტის წევრი პავლე კუბლაშვილი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საქმიანობის ანგარიში.
2. საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის მოსმენა.
1. მოისმინეს: საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საქმიანობის ანგარიში.
მომხსენებელი: კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლ. ბეჟაშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი ანგარიშის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
2. მოისმინეს: საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის მოსმენა.
მომხსენებელი: დროებითი კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ბუცხრიკიძე
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომისიის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის ფინანსური აღრიცხვიანობა შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1321 ბრძანებით დამტკიცებული "ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციით განსაზღვრულ და საქართველოს კანონმდებლობის სხვა ნორმებს.
(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტოკომიტეტის თავმჯდომარე |