ოქმი #19

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის

 #19

 

 

                                        19 მაისი 2011 .

                

 

 

სხდომის თავმჯდომარე:   ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, რ. ბჟალავა, გ. ენუქიძე, 

ე. კვერნაძე, გ. კუპრავა,  გ. ლონდარიძე, დ. ჭავჭანიძე.

საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ა. ალავიძე, მ. გოგატიშვილი, გ. გოგუაძე,

ლ. ვეფხვაძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი.

 

სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიინანსთა მინისტრის მოადიგლე პ. პეტრიაშვილი,

ფინანსთა მინისტრის მოადგილე რ. კემულარია, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე შ. თარხნიშვილი, პარლამენტის წევრი ვ. ბალავაძე.

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.  საქართველოს მთავრობის ანგარიში "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფი ბიუჯეტის შესრულების შესახებ".

        

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (II მოსმენა).

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა).

4. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”.

(III მოსმენა).

5. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”.

(I მოსმენა).

 

1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის ანგარიში "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფი ბიუჯეტის შესრულების შესახებ".

    მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი,

     თანამომხსენებლიკონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე შოთა თარხნიშვილი

 

აზრი გამოთქვეს ზ. მელიქიშვილმა.

 

დაადგინესკომიტეტს წარმოდგენილი ანგარიშის ფორმასთან დაკავშირებით აქვს შემდეგი სახის შენიშვნა: ცალკეული ორგანიზაციული კოდების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის და ასევე დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებები სასურველია რომ იყოს უფრო მეტად დეტალურად წარმოდგენილი.

 აღნიშნულის გარდა კომიტეტს წარმოდგენილი ანგარიშის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი დამტკიცება საქართველოს პარლამენტის მიერ.

(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

 

2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (II მოსმენა).

     მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

 

აზრი გამოთქვეს ზ. მელიქიშვილმა.

 

დაადგინესკომიტეტს წარმოდგენილ კანონპრექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით.      (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

3. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა).

     მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

 

აზრი გამოთქვეს ზ. მელიქიშვილმა.

 

დაადგინესგამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით.  (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

4. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა).

მომხსენებელიპარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე

 

აზრი გამოთქვეს ზ. მელიქიშვილმა.

 

დაადგინესკომიტეტს წარმოდგენილ კანონპრექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით.      (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

5. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”. (I მოსმენა).

მომხსენებელიპარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე

 

აზრი გამოთქვეს ზ. მელიქიშვილმა.

 

დაადგინესკომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

      ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
 
modules