ოქმი #18

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის

    #18

 

                                        13 მაისი 2011 .

 

 

სხდომის თავმჯდომარე:   ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, რ. ბჟალავა, მ. გოგატიშვილი,

გ. ენუქიძე,  გ. ლონდარიძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი, დ. ჭავჭანიძე.

საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ა. ალავიძე, გ. გოგუაძე, ე. კვერნაძე, გ. კუპრავა.

 

სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიფინანსთა მინისტრის მოადგილე რ. კემულარია,

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნ. ენუქიძე,

პარლამენტის წევრი გ. ჯაბუა.

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (II მოსმენა).

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”. (III მოსმენა).

5. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”.

(II მოსმენა).

6. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (II მოსმენა).

მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინეს: გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

 

დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპს და მიზანშეწონილად მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

 

3. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

4. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”. (III მოსმენა).

მომხსენებელიენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტს წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით რედაქციული სახის შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

 

5. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (II მოსმენა).

      მომხსენებელიპარლამენტის წევრი მიხეილ ცქიტიშვილი

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით.  (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

 

6. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

    მომხსენებელიპარლამენტის წევრი გურანდა ჯაბუა

 

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

 

      ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
 
modules