ოქმი #17

                                                                                       საქართველოს პარლამენტის

                                                                                                  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის

ოქმი #17

                                        5 მაისი 2011 წ.

სხდომას თავმჯდომარეობდა:   ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა,

მ. გოგატიშვილი,  ე. კვერნაძე, გ. კუპრავა, გ. ლონდარიძე, მ. ცქიტიშვილი.

საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: გ. გოგუაძე, გ. ენუქიძე, დ. ნადაშვილი,

დ. ჭავჭანიძე.

სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რ. კემულარია,

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (I მოსმენა).

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”. (II მოსმენა).

5. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”.

(I მოსმენა).     

1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (I მოსმენა).

მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძე

აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა

დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძე

აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა

დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

3. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

         მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

აზრი გამოთქვეს: ზ. კუკავამ, ზ. მელიქიშვილმა

დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

4. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”. (II მოსმენა).

მომხსენებელი: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე

აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა

 

დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

5. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).

მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე

აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა

დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

      ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules