|
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის
ოქმი #15
29 აპრილი 2011 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, რ. ბჟალავა, გ. ენუქიძე,
ე. კვერნაძე, გ. კუპრავა, გ. ლონდარიძე, მ. ცქიტიშვილი.
საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ა. ალავიძე, მ. გოგატიშვილი, გ. გოგუაძე,
დ. ნადაშვილი, დ. ჭავჭანიძე.
სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მთავრობის საპარლამენტო მდივანი
გ. ხუროშვილი, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე შ. თარხნიშვილი,
პარლამენტის წევრი რ. კერვალიშვილი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან კერვალიშვილის მიერ წამოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. კუკავას და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”. (I მოსმენა).
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა დადამეტებების შეტანის შესახებ”, "ბუნებრივი რესურსებით საგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, "ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”. (I მოსმენა).
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "საქართველოს კონტროლის პალატის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ”.
1. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან კერვალიშვილის მიერ წამოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი რუსუდან კერვალიშვილი
აზრი გამოთქვეს: გ. ხუროშვილმა, ზ. მელიქიშვილმა.
დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი დადგენილების პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
2. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. კუკავას და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ზვიად კუკავა
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
3. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა დადამეტებების შეტანის შესახებ”, "ბუნებრივი რესურსებით საგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, "ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა).
მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
4. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის შესახებ”, "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, "ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”.
(I მოსმენა).
მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს "რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატების შეტანის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით აქვს შემდეგი შენიშვნა: მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ფორმულირება დახვეწას საჭიროებს, რათა შეუსაბამობაში არ იქნას საბიუჯეტო კოდექსთან. აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
5. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "საქართველოს კონტროლის პალატის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ”.
მომხსენებელი: კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე შოთა თარხნიშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს წარმოდგენილი დადგენილების პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. (წერილის ასლი ოქმს თან ერთვის).
ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |