ოქმი #12

                                                                             საქართველოს პარლამენტის

                                                                           საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის

    #12

                                        7 აპრილი 2011 .

სხდომის თავმჯდომარე:   ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, ა. ალავიძე, მ. გოგატიშვილი, გ. ენუქიძე,

ე. კვერნაძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი, დ. ჭავჭანიძე.

საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: გ. ჩახვაძე, რ. ბჟალავა, გ. გოგუაძე,

გ. კუპრავა, გ. ლონდარიძე.

სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიფინანსთა მინისტრის მოადგილე პ. პეტრიაშვილი,

ფინანსთა მინისტრის მოადგილე რ. კემულარია.

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".  (გამომდინარე "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტიდან). (II მოსმენა).

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ". (II მოსმენა).

3. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ” და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” დამატებების შეტანის შესახებ”. (II მოსმენა).

1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".  (გამომდინარე "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტიდან). (II მოსმენა).

     მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიაჩნია მომზადებულად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ". (II მოსმენა).

       მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინეს: კომიტეტის აზრით კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ტექნიკურ ჩასწორებას საჭიროებს 185-ე მუხლის პირველი, 190-ე მუხლის მე-3 და 194-ე მუხლის მე-6 ნაწილები, ასევე 226მუხლის სათაური.

 აღნიშნულის გათვალისწინების შემდეგ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

3. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ” და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” დამატებების შეტანის შესახებ”. (II მოსმენა).

მომხსენებელიპარლამენტის წევრი ზვიად კუკავა

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წამოდგენილი კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით.

(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

  •  

          ზ. მელიქიშვილი
    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

     

     
    modules