| ოქმი #10 |
|
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი #10 1 აპრილი 2011 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, რ. ბჟალავა, გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე, დ. ნადაშვილი, დ. ჭავჭანიძე. საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ა. ალავიძე, მ. გოგატიშვილი, გ. გოგუაძე, გ. კუპრავა, გ. ლონდარიძე, მ. ცქიტიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ფინანსთა მინისტრი კ. ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე პ. პეტრიაშვილი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გ. ბარბაქაძე, კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ლ. ალაფიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ი. გორდულაძე. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე." 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ" 1995 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება." 1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე." მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, თანამომხსენებლები: ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარბაქაძე, კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ლევან ალაფიშვილი აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა. დაადგინეს: კომიტეტი ეთანხმება წარმოდგენილ კანონპროექტს და მის მიმართ შენიშვნები არ აქვს. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). 2. მოისმინეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ" 1995 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება." მომხსენებელი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ირაკლი გორდულაძე აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა.
დაადგინეს: კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი შეთანხმების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
ზ. მელიქიშვილი
|






