|
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის
ოქმი #8
21 მარტი 2011 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, ა. ალავიძე,რ. ბჟალავა, მ. გოგატიშვილი,
გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე, გ. კუპრავა, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი, დ. ჭავჭანიძე.
საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, გ. ლონდარიძე, გ. გოგუაძე.
სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რ. კემულარია,
ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატანსპორტო ადმინისტრაციის ავიაციის სამმართველოს უფროსი ა. გაჩეჩილაძე, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ე. აფრიდონიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბ. გაგუა, ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მ. გონგაძე,
პარლამენტის წევრი ვ. ბალავაძე.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ". (III მოსმენა).
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ". (I მოსმენა).
3. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს 2012 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი.
4. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2012 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი.
5. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს 2012 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი.
6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ."
7. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, გ. მელაძის, ზ. კუკავას და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ". (I მოსმენა).
8. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე." (I მოსმენა).
9. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე." (I მოსმენა).
1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ". (III მოსმენა).
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა.
დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ რადაქციული სახის შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ". (I მოსმენა).
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია
აზრი გამოთქვეს: ე. კვენაძემ, ზ. მელიქიშვილმა.
დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპს, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
3. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს 2012 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი.
მომხსენებელი: აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ელგუჯა აფრიდონიძე
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტი ეთანხმება და რეკომენდაციას უწევს თანდართული პარამეტრების გათვალისწინებას საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისათვის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფ ასიგნებებში. (წერილის ასლი ოქმს თან ერთვის).
4. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2012 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი.
მომხსენებელი: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბორის გაგუა
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტი რეკომენდაციას უწევს თანდართული პარამეტრების გათვალისწინებას საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისათვის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფ ასიგნებებში. (წერილის ასლი ოქმს თან ერთვის).
5. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს 2012 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი.
მომხსენებელი: ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტი ეთანხმება და რეკომენდაციას უწევს თანდართული პარამეტრების გათვალისწინებას საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისათვის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფ ასიგნებებში. (წერილის ასლი ოქმს თან ერთვის).
6. მოისმინეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ."
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ავიაციის სამმართველოს უფროსი ალეკო გაჩეჩილაძე
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი შეთნხმების საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირება.
(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
7. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, გ. მელაძის, ზ. კუკავას და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ". (I მოსმენა).
მომხსენებელი: პარლამნტის წევრი ზვიად კუკავა
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
8. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე." (I მოსმენა).
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
9. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე." (I მოსმენა).
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა
დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიაჩნია მომზადებულად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
(დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |