| ოქმი #7 |
|
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი #7 14 მარტი 2011 წ. სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: ზ. კუკავა, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა, გ. ენუქიძე, გ. კუპრავა, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი. საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, გ. ჩახვაძე, მ. გოგატიშვილი, გ. გოგუაძე, გ. ლონდარიძე, დ. ჭავჭანიძე. სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ფინანსთა მინისტრი კ. ბაინდურაშვილი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ა. იმნაიშვილი, კონტროლის პალატის თავმჯდოამრის მოადგილე შოთა თარხნიშვილი. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". 2. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე". (III მოსმენა). 1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, თანამომხსენებლები: ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ იმნაიშვილი, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე შოთა თარხნიშვილი აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა დაადგინეს: კომიტეტი ეთანხმება წარმოდგენილ კანონპროექტს და მის მიმართ შენიშვნები არ აქვს. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). 2. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე". (III მოსმენა). მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ რედაქციული სახის შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |






