| ო ქ მ ი #20 |
|
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ო ქ მ ი #20 30 მაისი 2011 წ. სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა, მ. გოგატიშვილი, გ. ენუქიძე, ლ. ვეფხვაძე, ე. კვერნაძე, გ. ლონდარიძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი. საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: გ. გოგუაძე, გ. კუპრავა, დ. ჭავჭანიძე. სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გ. ხუროშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მ. ვაწაძე. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა). 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის "ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” ოქმი. 3. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა). 1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა). მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა. დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ რედაქციული სახის შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). 2. მოისმინეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის "ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” ოქმი. მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მამუკა ვაწაძე აზრი გამოთქვეს: ე. კვერნაძემ, მ. ცქიტიშვილმა, ზ. მელიქიშვილმა. დაადგინეს: კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი ოქმის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). 3. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (I მოსმენა). მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე აზრი გამოთქვეს: ლ. ვეფხვაძემ, ე. კვერნაძემ, ზ. მელიქიშვილმა. დაადგინეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |






