|
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის
ოქმი #13
8 აპრილი 2011 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, მ. გოგატიშვილი, გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი, დ. ჭავჭანიძე.
საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: გ. ჩახვაძე, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა,
გ. გოგუაძე, გ. კუპრავა, გ. ლონდარიძე.
სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ფინანსთა მინისტრის მოადიგლე პ. პეტრიაშვილი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". (გამომდინარე "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტიდან). (III მოსმენა).
1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". (გამომდინარე "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტიდან). (III მოსმენა).
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი
აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა.
დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიაჩნია მომზადებულად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).
ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |