| ოქმი #9 |
|
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი #9 29 მარტი 2011 წ. სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: ზ. კუკავა, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა, გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე, გ. კუპრავა, გ. ლონდარიძე, დ. ჭავჭანიძე. საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, გ. ჩახვაძე, მ. გოგატიშვილი, გ. გოგუაძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ფინანსთა მინისტრის მოადგილე პ. პეტრიაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე რ. კემულარია; დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". (გამომდინარე "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტიდან. (I მოსმენა). 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება (გეო:ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა"). 1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". (გამომდინარე "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტიდან. (I მოსმენა). მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიაჩნია მომზადებულად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). 2. მოისმინეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება (გეო:ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა"). მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა დაადგინეს: კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |






