ოქმი #6

                                                                                საქართველოს პარლამენტის

                                                                              საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის

 #6

                                        10 მარტი 2011 .

სხდომის თავმჯდომარე:   ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ: ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე,  გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე,

გ. კუპრავა, გ. ლონდარიძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი.

საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ა. ალავიძე,

რ. ბჟალავა, მ. გოგატიშვილი, გ. გოგუაძე, დ. ჭავჭანიძე.

სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიფინანსთა მინისტრის მოადგილე რ. კემულარია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გ. ხუროშვილი.

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე". (I მოსმენა).

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ". (II მოსმენა).

3. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში  დამატებების შეტანის თაობაზე". (II მოსმენა).

1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე". (I მოსმენა).

მომხსენებელიმთავრობის საპარლმენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ". (II მოსმენა).

      მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია

აზრი გამოთქვესე. კვერნაძემ, ზ. მელიქიშვილმა.

დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

3. მოისმინესსაქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში  დამატებების შეტანის თაობაზე". (II მოსმენა).

   მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ცქიტიშვილი

აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტის აზრით, უმჯობესი იქნება თუ კანონპროექტში ჯერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ვალუტის გაცვლის მომსახურების გაწევის ინფორმაციულობაზე იქნება საუბარი, ხოლოშემდგომ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ვალუტის გაცვლის ოპერაციების დროს. ამასთანავე, მომხმარებელს უნდა შეეძლოს ოპერაციის განხორცილებიდან 30 წუთის განმავლობაში ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნება მხოლოდ მომსახურების ინფორმაციულობის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხოლო სხვა შემთხვვაში ოპერაციის გაუქმება შესაძლებელი უნდა იყოს გაცვლის ოპერაციის განხორცილებისთანავე მომხმარებლის მიერ გადამცვლელი პუნქტის ტერიტორიის დატოვებამდე. ასევე, გადაცვლის განხორცილების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იქნეს გადაცვლის დროც.

 აღნიშნული შენიშვნის გატვალისწინების შემდეგ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მორე მოსმენით განხილვა.    (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

      ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules