| ოქმი #3 |
|
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი #3 18 თებერვალი, 2011 წ.
სხდომის თავმჯდომარე: ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, მ. გოგატიშვილი, გ. გოგუაძე, გ. ენუქიძე, ე. კვერნაძე, გ. კუპრავა, დ. ნადაშვილი, დ. ჭავჭანიძე. საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, ა. ალავიძე, რ. ბჟალავა, გ. ლონდარიძე, მ. ცქიტიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რ. კემულარია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გ. ხუროშვილი. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე", "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე". (III მოსმენა). 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე". (III მოსმენა). 3. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეობების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცლდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის ¹ 415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე". 1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე", "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე". (III მოსმენა). მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა დაადგინეს: გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). 2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე". (III მოსმენა). მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიაჩნია მომზადებულად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის). 3. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეობების, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცლდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის ¹ 415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე". მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა დაადგინეს: კომიტეტს წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიმართ შენიშვნები არ აქვს და მიიჩნევს შეთანხმებულად. (წერილის ასლი ოქმს თან ერთვის). ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე |






