ოქმი #2

                                                                                     საქართველოს პარლამენტის

                                                                              საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის

 #2

                                     10 თებერვალი, 2011 .

                

სხდომის თავმჯდომარე:   ზ. მელიქიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ: ზ. კუკავა, გ. ჩახვაძე, ა. ალავიძე, გ. ენუქიძე,

ე. კვერნაძე, გ. ლონდარიძე, დ. ნადაშვილი, მ. ცქიტიშვილი.

საპატიო მიზეზით სხდომას არ ესწრებოდნენ: ზ. ბუცხრიკიძე, რ. ბჟალავა,

მ. გოგატიშვილი, გ. გოგუაძე, გ. კუპრავა, დ. ჭავჭანიძე.

სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიფინანსთა მინისტრის მოადგილე ნ. მიქელაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გ. ხუროშვილი.

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე", "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე". (II მოსმენა).      

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე".(II მოსმენა).

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის თაობაზე". (I მოსმენა).

4. საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. კუკავასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".  (I მოსმენა).

1. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე", "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე".

(II მოსმენა).

       მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე

აზრი გამოთქვესზ. მელიქიშვილმა

დაადგინესგამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

2. მოისმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე".(II მოსმენა).

მომხსენებელიფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე

აზრი გამოთქვესე. კვერნაძემ, გ. ჩახვაძემ, ზ. მელიქიშვილმა.

დაადგინეს: გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

3. მოისმინესსაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის თაობაზე".

(I მოსმენა).

მომხსენებელიმთავრობის საპარლამენტო მდივანი  გიორგი ხუროშვილი

აზრი გამოთქვეს: ზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

4. მოისმინესსაქართველოს პარლამენტის წევრების ზ. კუკავასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".  (I მოსმენა).

     მომხსენებელიპარლამენტის წევრი ზვიად კუკავა

აზრი გამოთქვეს: ა. ალავიძემ, ზ. მელიქიშვილმა

დაადგინესკომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის).

      ზ. მელიქიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules