| ოქმი N34 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი N34 26 თებერვალი2010წ. 12:00 საათი სათათბირო ოთახი 224 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, კახა გეწაძე, მამუკა გოგატიშვილი, ემზარ გელაშვილი, ბადრი ბასიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაცია 2010 წლის სპორტული სეზონის გეგმებისა და მოსალოდნელი პროგნოზების შესახებ. /მომხსენებელი: დავით ნამგალაური/
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
კომიტეტის თავმჯდომარემ მოკლე კომენტარი გააკეთა 2010 წლის გეგმებზე და ღონისძიებებზე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით მოიმინეს: მომხსენებელმა ისაუბრა დეპარტამენტის ძირითადი პრიორიტეტებისა და და მიმართულებების შესახებ, ფედერაციების საქმინობასა და ბიუჯეტის გადანაწილების თაობაზე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის განცხადებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, რომ სერიოზულ სპორტულ წარმატებებს მივაღწიოთ ამა თუ იმ სახეობაში. ანგარიშს ვუწევთ ხელისუფლებას, პრობლემა არ გვაქვს გავიტანოთ თავი წლის მეორე კვარტალში და მესამე კვარტლის დასაწყისში. შეგვიძლის დავდოთ გეგმა მთავრობის მიერ გამოყოფილ ბიუჯეტზე. დაგვემატა ვალდებულებები, ჩემპიონატების ჩატარება 50 და მეტ სკოლაში. ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, არ ყოფილა არცერთი შეფერხება ღონისძიებების ჩატარებისას. შევზღუდეთ დელეგაციები, რის ხარჯზედაც ვაკეთებთ ეკონომიას, მაგრამ თუ გვინდა მივიღოთ კარგი შედეგი და მაღალი დონის მიღწევები მათ უნდა მივცეთ თავისუფლება ბიუჯეტში, რათა მაქსიმალურად კარგი ლიცენზიები მივიღოთ. ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის. საინტერესო და კარგი პროგნოზების გაკეთება შეგვიძლია ჭიდაობისა და ძალოსნობის სახეობებში. არანაირი დინამიკა არ შემცირდება იმ კუთხით, რაც ეხება ჩემპიონატისთვის მზადებას. იგივე ეხება მსოფლიო ჩემპიონატსაც. სპორტსმენებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ კარგად და ღირსეულად გამოვიდნენ ჩემპიონატზე. აუცილებელია გვყავდეს 2–3 სპორტსმენი რეზერვში, საუბარია პერსპექტიულ სპორტსენებზე. შეხვედრა გვქონდა ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტთან. აღდგა აკადემია.50 ადამიანი იქნება ფიზმომზადების პედაგოგი, 100 ადამიანი გადანაწილდება ფედერაციებზე. საგამოცდო შეფასების კრიტერიუმები გააკეთა 32 ფედერაციამ. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა საპრიზო ადგილებზე და საქართველოს ჩემპიონატებში გასულ სპორტსმენთა ანაზღაურებაზე. პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენს ერიცხება 500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს 400 ლარი, მესამეზე გასულს 300 ლარი. ევროპის ჩემპიონატში გასულს 1000 ლარი, ხოლო მსიფლიო ჩემპიონატში გასულს 2000 ლარი. ყველა კარგი შედეგის მქონე სპორტსმენს ექნება სოლიდური ანაზღაურება. საქართველოში სხვადასხვა სახეობაში ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს დიდი საერთშორისო ჩემპიონატები და ტურნირები. საჭიროა სპორტის შესახებ კანონში და ასევე სხვა კანონებში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რაც სხვადასხვა სახის გადასახადებისგან გაანთავისუფლებს სპორტულ ორგანიზაციებს. იმისათვის , რომ სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს, გაუმჯობესდეს პირობები სპორტის სხადასხვა სახეობებში, სკოლებში სპორტული ცხოვრება გააქტიურდეს და მოზარდი თაობა აქტიურად ჩაებას სპორტულ ცხოვრებაში საჭიროა ამ პროცესებისადმი კომპლექსური მიდგომა, რაშიც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სპორტსმენებს უნდა ჰქონდეთ საბაზო სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური ექიმებით, რაც დღესდღეისობით საქართველოში დეფიციტია. იმედი გამოთქვა, რომ ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით მოხდება საქართველოში უცხოელი კვალიფიციური ექიმების ჩამოყვანა, რომლებიც შემდგომში ჩაუტარებენ ტრენინგებს აქაურ ექიმებს. ინფრასტრუქტურის მხრივს დამოუკიდებელ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. აზრი გამოთქვეს: გიორგი ასანიძემ, კახა გეწაძემ, ვაჟა შუბლაძემ. გიორგი ასანიძემ შეაჯამა სხდომის შედეგები და აღნიშნა, რომ იგეგმება შეხვედრა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან ნიკა რურუასთან ,სადაც განხილულ იქნება ყველა ზემოთაღნიშნული საკითხი.
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძ |






