ოქმი N32

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  სხდომის

ოქმი N32

26 თებერვალი2010წ.

12:00 საათი

სათათბირო ოთახი 224

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  დილარ ხაბულიანი,  დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, კახა გეწაძე, მამუკა გოგატიშვილი, ემზარ გელაშვილი, ბადრი ბასიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

1. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს"ანგარიში საქართველოს ახალგაზრდობის ეროვნული კვლევის შესახებ.

                                                     /მომხსენებელი: ორგანიზაციის პრეზიდენტი ვ.ასანიძე/

2.საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა სპორტული განათლების ეროვნული კონცეფციის შემუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

 

   /მომხსენებელი: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვ.შუბლაძე/

 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

კომიტეტის თავმჯდომარემ მოკლე კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს" მიერ ჩატარებულ ახალგაზრდობის ეროვნულ კვლევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კვლევის შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ  საკითხთან  დაკავშირებით

მოიმინეს: მომხსენებელმა, ვახტანგ ასანიძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია  აღნიშნულ კვლევასა  და მის შედეგებთან დაკავშირებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კვლევის მიზანი იყო საქართველოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, კერძოდ: ახალგაზრდული პოლიტიკა, დემოგრაფია, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმება, ჯანმრთელობა, განათლება, სამოქალაქო მონაწილეობა, ახალგაზრდების უფლებები, რელიგია და კულტურა, გართობა, თავისუფალი დრო, იძულებით გადაადგილებული პირები. გამოკითხვა წარმოებდა მთელი საქართველოს მასშტაბით და  გამოიკითხა 16–30 წლის 1000 ახალგაზრდა. ექსპერტული ინტერვიუების ძირითადი მიზანი იყო საქართველოში სამთავრობო,არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ახალგაზრდობის წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევეის კვლევა, მათ  მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებული, დღემდე განხორციელებული, მიმდინარე და მოსალოდნელი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათი შედეგების შეფასება: ახალგაზრდების დასაქმება, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხები, ახალგაზრდა ოჯახების საკითხები, ახალგაზრდების განათლების საკითხები, ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვა. ამას გარდა გათვალისწინებული იყო პრობლემების სხვა ჯგუფიც, რომელიც საქართველოს ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვან სხვა კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა.

 აზრი გამოთქვეს : გიორგი ასანიძემ აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ამგვარი კვლევების ყოველწლიურ განხორციელებას. ეს არის საქმისთვის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ახალგაზრდობა არის სახელმწიფოს მომავალი რესურსი. ამგვარი კვლევების შედეგად მიგებული ინფორმაცია გამოდგება ახალგაზრდობის კანონის მისაღებად.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით:

მოიმინეს: ვაჟა შუბლაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცა საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა სპორტული განათლების ეროვნული კონცეფციის შემუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.ისაუბრა ბავშვთა სპორტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რაზეც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს. კომიტეტის წევრებს შეახსენა ჩატარებული სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის შესახებ, სადაც მწვავე შეფასება მიეცა აღნიშნულ პროცესებს და მიღებულ იქნა წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოში ბავშვთა ფიზიკური გაჯანსაღებისა და მათი სპორტში მასობრივად ჩართვის შესახებ . მან განაცხადა, რომ პირველ რიგში მიზანშეწონილია სახელმწიფო პროგრამის "კონცეფციის" შექმნა განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სფეროების სპეციალისტების, მეცნიერების და ექსპერტების მონაწილეობით. ეს პროექტი განხორციელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟით. პარალელურად შედგა  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა  საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრთან , სადაც კიდევ  ერთხელ დაისვა საქართველოში ბავშვთა  ფიზიკური განვითარების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შექმნის აუცილებლობის საკითხი. მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტისთვის საჭირო ფინანსების მოსაძიებლად გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უცხოელი ექსპერტების მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები საკუთარ თავზე აიღო "USAID"–მა.ასევე მზაობა გამოთქვა "UNICEF”–ის ხელმძღვანელობამ მხარი დაეჭირათ აღნიშნული პროექტისათვის, როგორც ფინანსური აგრეთვე ტექნიკური თვალსაზრისითაც. მათ მიერ გამოყოფილი იქნა 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მითითებით ჩაერიცხება საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს. ამ ეტაპზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საპროექტო დავალების გამოსაკვეთად, რის შემდგომაც შედგება განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი და დაიწყება უშუალოდ კონცეფციის შექმნაზე მუშაობა. ვაჟა შუბლაძემ, როგორც პროექტის კოორდინატორმა აიღო ვალდებულება, რომ კონცეფცია სექტემბრის თვისთვის მზად იქნება და მისი პირველადი განხილვა მოხდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რის შემდგომაც დაედება მთვრობას სამსჯელოდ.

კომიტეტმა ცნობად მიიღო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორივე საკითხზე ინფორმაცია.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                               გიორგი ასანიძე

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                       გიორგი მახათაძე

 
modules