ოქმი N31

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  სხდომის

ოქმი N31

19 თებერვალი2010წ.

12:00 საათი

სათათბირო ოთახი 224

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  დილარ ხაბულიანი,  დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, კახა გეწაძე, მამუკა გოგატიშვილი, ემზარ გელაშვილი, ბადრი ბასიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

1. საქართველოს პარლამენტის  წევრების  ლაშა თორდიას, ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

 

                                                     /მომხსენებელი: ზვიად კუკავა/

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

 

კომიტეტის თავმჯდომარემ მოკლე კომენტარი გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარის ახალი მოადგილის დილარ ხაბულიანთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება გამოადგება კომიტეტის საქმიანობას. ასევე ღრმა მწუხარება გამოთქვა კანადის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა  სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან  დაკავშირებით

მოისმინეს: მომხსენებელმა ზვიად კუკავამ ისაუბრა წარმოდგენილი კანონპროექტის "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე". ერთერთი ცვლილების მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის  თანახმად განსაზღვრული იყო ეროვნული სპორტული ფედერაციებისათვის ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის წესი, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. კანონპროექტის დამუშავების პროცესში გამოთქმული შენიშვნების ,კერძოდ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის, გათვალისწინებით ეროვნული სპორტული ფედერაციები განეკუთვნებიან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ კერძო  სამართლის იურიდიულ  პირებს, რომელთათვისაც ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედი ნორმა, რისი გათვალისწინებითაც  კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები და დამატება არ გავრცელდება მე–7 მუხლის მე–2 პუნქტზე.

          აზრი გამოთქვეს : გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა აღნიშნული რედაქციით მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის ჩამოყალიბება, მაშინ ეროვნული სპორტული ფედერაციებისათვის ქონების გადაცემის პროცესი უფრო გართულდებოდა, რადგან იგი მოითხოვდა მთავრობის გადაწყვეტილებას, ხოლო კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ქონების გადაცემა ხდება მთავრობის თანხმობის საფუძველზე. თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა ინიცირების პროცესშივე  იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ცვლილების დაბლოკვა. აგრეთვე, განაცხადა, რომ სპორტული ფედერაციებისთვის ქონების გადაცემას უნდა მოყვეს გარკვეული შეღავათებით სარგებლობა, რაც ამ ქონების შენახვას უკავშირდება.ეს შეღავათები რათქმაუნდა კონკრეტულად ხელშეკრულებაში და შეთანხმებაში იქნება ასახული.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულ დანარჩენ ცვლილებებს და დამატებებს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                               გიორგი ასანიძე

კომიტეტის აპარატის უფროსი                                       გიორგი მახათაძე

 
modules