ოქმი N33

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  სხდომის

ოქმი N33

11 მარტი 2010წ.

14:00 საათი

სათათბირო ოთახი 224

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:  დილარ ხაბულიანი,  დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი,  ემზარ გელაშვილი, ბადრი ბასიშვილი, კობა ნაყოფია,კახა გეწაძე, მამუკა გოგატიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 

1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ"

 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას  და კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   საკითხთან  დაკავშირებით:

კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ"

.კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა აუცილებელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა.

აზრი გამოთქვეს: გიორგი ასანიძემ, კობა ნაყოფიამ.

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                               გიორგი ასანიძე

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                       გიორგი მახათაძე

 
modules