ოქმი N37

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  სხდომის

ოქმი N37

7 მაისი 2010წ.

14:00 საათი

დუშეთის მინიციპალიტეტის შენობა

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  დილარ ხაბულიანი,  დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი,  ბადრი ბასიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის 5წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 

1.ინფორმაცია დუშეთის რაიონში სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროში არსებული მდგომარეობის შსახებ.

                /მომხსენებელი: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის და   სპორტის სამსახურის უფროსი თამარ გედევანიშვილი/

 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას მიულოცა მათ დედა ენის დღე და კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ  საკითხთან  დაკავშირებით:

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის  თამარ გედევანიშვილის განცხადებით, რაიონში არაერთი ხელოვნურსაფარიანი და საჭიდაო მოედანი მოეწყო, ასევე შეძენილ იქნა სპორტული ინვენტარიც.

"მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა როგორც მუნიციპალური, ასევე რესპუბლიკური კალენდარული სპორტული ღონისძიებები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს პირველად დუშეთმა  კრივში ახალგაზრდებს შორის ვაჟა-ფშაველას სახელობის ტურნირს უმასპინძლა", - აღნიშნა სამსახურის უფროსმა.

მისივე ინფორმაციით, დუშეთის რაიონში 300-მდე მოსწავლე ყოველგვარი გადასახადის გარეშე ჭიდაობის, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ფეხბურთის, კარატეს, ნიჩბოსნობის და ჭადრაკის წრეებში ვარჯიშობს.

აზრი გამოთქვეს:

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ასანიძის განცხადებით, რაიონში ჭიდაობის სახეობებში მაღალი ტრადიციები არსებობს და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რაიონი დღემდე დიდ ყურადღებას აქცევს როგორც ჭიდაობის, ასევე სპორტის სხვა სახეობების განვითარებას.

 "დუშეთში უახლოეს პერიოდში ოლიმპიური ბაზა დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს რაიონში სპორტის განვითარებას და ამავე დროს დასაქმდება ადგილობრივი მაცხოვრებლებიც", - განაცხადა გიორგი ასანიძემ.

მისივე ინიციატივით, ძალოსნობის ფედერაცია რაიონს კვალიფიცირებულ მწვრთნელს დაუნიშნავს, რათა სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს.

გიორგი ასანიძემ ისაუბრა ახალი კონსტიტუციის შესახებ , რაც შეთანხმებულია მმართველ გუნდთან. აქ იქნება ჩანაწერიც სპორტის შესახებ, რაც მოხსნის სპორტში გარკვეულ პრობლემებს.  ჩანაწერის არსებობა მოიპოვებს იურიდიულ უფლებას, რაც დაეხმარება სპორტის სფეროს.

აზრი გამოთქვეს აგრეთვე: მიხეილ ცქიტიშვილმა,ბადრი ბასიშვილმა, გიორგი მახათაძემ.

გიორგი ასანიძემ  შეაჯამა სხდომის შედეგები, რაიონის სპორტული ცხოვრება დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ სპორტული ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხა საკმაოდ მცირეა და ადგილობრივ ხელისუფლებას მისი გაზრდის თხოვნით მიმართავს. მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მუშაობა არ იქნება გათვლილი მოკლე შედეგზე და იქნება გრძელვადიანი მუშაობა, რაც  იქნება წინაპირობა სპორტის განვითარებისათვის.

 კომიტეტმა ცნობად მიიღო დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხზე ინფორმაცია.

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                               გიორგი ასანიძე

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                       გიორგი მახათაძე

 
modules