ოქმი #38

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა კომიტეტის სხდომის

                                                                                                              ოქმი #38

                                                                                                                                                                                                      19 მაისი 2010 წ.

                                                                                                                                                                                                           14:00 საათი

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრებიდილარ ხაბულიანი, მიხეილ ცქიტიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, ბადრი ბასიშვილი, კახა გეწაძე, ემზარ გელაშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

გიორგი მახათაძე _ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი;

ემი ფარკა _ Uნიცეფ-ის ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელი;

მაია ყუფარაძე _ Uნიცეფ-ის წარმომადგენელი;

ზვიად სიჭინავა _ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

რამაზ გოგლიძე _ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი;

გიორგი გალდავა _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

ნოდარ ანდღულაძე _ ბავშვთა რაგბის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე;

ლევან კიკალიშვილი _ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი;

შალვა მაისურაძე _ საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი;

რატი იონათიშვილი _ საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი;

      რუსუდან აფციაური _ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური   კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;

      კახი კახიაშვილი _საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის თავმჯდომარე;

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

 

საქართველოში  ბავშვთა სპორტში არსებული აქტივობების პრიორიტეტების განსაზღვრაგაეროს ბავშვთა ფონდ "Uნიცეფ"-ის ხელმძღვანელობის მონაწილეობით.

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგის პროექტი

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:

 

გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა სპორტის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, მოწვეულნი არიან სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც ბავშვთა ფიზიკური გაჯანსაღების, მათი სპორტში მასობრივად ჩართვის და სკოლებში სპორტული ცხოვრების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრებენ.

თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა მათ, გაეცნოთ არსებული პრობლემები და ის პროექტები, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ

 

ემი ფარკამ აღნიშნა, რომ Uნიცეფ-ს დიდი სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა და ახალგაზრდათა ფიზიკური გაჯანსაღების და მათი სპორტში მასობრივად ჩართვის პროცესში.

 

ლევან კიკალიშვილმა წარმოადგინა "მოძრავი თამაშების" პროგრამა, რომელიც შექმნილია "მხიარული სტარტების" ბაზაზე და რომლის ძირითადი მიზანია _ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწობა.

პროექტი თავისი ფორმით და შინაარსით პასუხობს ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ახალგაზრდების დღევანდელ ინტერესებსა და მოთხოვნილებებს.

პროგრამა მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი პრინციპით:

  _ ხელმისაწვდომობა;

  _ საყოველთაო ხასიათი და ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი;

  _ არსებული ადამინური და მატერიალურ ტექნიკური რესურსების    

    ოპტიმიზაცია და გააქტიურება;

  _ წამახალისებელი ფაქტორების მაქსიმალური გამოყენება.

სხვადასხვა სპორტის სახეობებისაგან განსხვავებით, სადაც წესები მკაცრად განსაზღვრულია და წინასწარ ითვალისწინებს მოთამაშეთა რიცხვს, მოედნის ზომებს, მოძრაობებსა და სხვა, მოძრავი თამაშების დროს პედაგოგს შეუძლია არსებული პირობებისა და მოთამაშეთა მონაცემების მიხედვით, გარკვეული ცვლილებები შეიტანოს თამაშების მსვლელობაში, წინააღმდეგობების თანამიმდევრობაში, ხანგრძლივობაში, დატვირთვაში, სათამაშო მოედნის ზომებში, ფორმატში და ა.შ.

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ინტერესების, მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გათვალისწინება, ანუ – არჩევანის თავისუფლება _ ბავშვს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სურვილისამებრ მონაწილეობა მიიღოს თამაშის ყველა ან სხვადასხვა კომპონენტში, ასაკისა და საკუთარი ფიზიკური განვითარების მიხედვით.

ნოდარ ანდღულაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარმოადგინა:

უკვე 3-4 წელია, რაც საგურამოს უპატრონო ბავშვთა სახლში შეიტანეს რაგბი და იგი გახდა ფიზიკური დატვირთვის ძირითადი სპორტის სახეობა ამ ბავშვებისათვის. ტარდება ფესტივალები, როგორც საგურამოში, ასევე თბილისშიც ჩამოყავთ დაახლოებით 60 გოგონა და ბიჭი, უკვე ჩატარებულია 2 ფესტივალი და იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება.

არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია "რაგბის მხარდამჭერთა ლიგა", რომელიც 2003 წლიდან მოღვაწეობს, მას შემდეგ, რაც UშAID-ის მიერ მოხდა ამ ორგანიზაციის დაფინანსება, ისინი აქტიურად მუშაობენ სამცხე-ჯავახეთში და ეთნიკურ უმცირესობებთან. ამ პროექტის მთავარი მიზანია, რომ ეთნიკური უმცირესობის მიუხედავად, მოხდეს ამ მოსახლეობის ინტეგრაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 წლიანი პროექტი.

აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი", განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ერთობლივად მუშაობენ კომფლიქტურ ზონაში დაზარალებულ ბავშვთა ინტეგრაციის პროექტზე. აღნიშნული პროექტი გორის ბაზაზე მყოფი დევნილი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება. 26 მაისს დაგეგმილია პირველი ფესტივალი, სადაც მონაწილეობენ გუნდები თბილისიდან, გორიდან, ქუთაისიდან, კახეთიდან და ა.შ.

აგრეთვე მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც რაგბის არასრულწლოვანთა კოლონიაში დანერგვას ითვალისწინებს. ნოდარ ანდღულაძემ აღნიშნა, რომ ამით ახალგაზრდებს ექნებათ სპორტში რეალიზების შესაძლებლობა, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას გაუადვილებთ.

რატი იონათიშვილა სპორტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ვინაიდან სპორტი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ მოხდეს ამ ადამიანების თვითრეალიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.

3 წლის წინ საქართველოში დაიწყო ინკლუზიური განათლების პროექტი, რომელიც გულისხმობდა უნარშეზღუდული ბავშვების საჯარო სკოლებში ადაპტირებას. ამ პროექტში თავიდან 167 ბავშვი ჩაერთო და შემდეგ დაემატა 10 რეგიონი. მოხდა ბავშვების ადაპტაცია, მაგრამ სპორტს არ დათმობია ყურადღება, არადა ამ ბავშვების მოთხოვნა არის ძალიან დიდი.

რატი იონათიშვილმა, თხოვნით მიმართა Uნიცეფ-ს, რომ მათი მხარდაჭერით დაინერგოს ახალი პროგრამა, რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განვითარება სპორტის მეშვეობით.

მან მადლობა გადაუხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  დეპარტამენტს ინვენტარით დახმარებისათვის.

აგრეთვე შეეხო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების, ფინანსების უქონლობის გამო, საზღვარგარეთ  შეჯიბრებებზე გაგზავნის პრობლემას.

გია გალდავა შეეხო ბავშვთა სპორტში მედიცინის პრობლემებს, ვინაიდან იმისათვის, რომ მოზარდი ჩაერთოს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში,  აუცილებელია მწვრთნელის და სამედიცინი პერსონალის ურთიერთობა, რათა სწორად მოხდეს ბავშვის დატვირთვის მოცულობის განსაზღვრა. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ამ პრობლემის მოგვარებაში საერთაშორისო ფედერაციების მეტი ჩართულობა იქნება, ვინაიდან მათ აქვთ დიდი გამოცდილება და სწორად განსაზღვრული მიზნები.

 

რამაზ გოგლიძემ ბავშვთა და მოზარდთა სპორტში ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. საჭიროა სკოლაში ფიზაღზრდის გაკვეთილების ჩატარება და სპორტული დარბაზების აღდგენა.

კახი კახიაშვილმა ისაუბრა, რომ საქართველოს ოლიმპიელთა კლუბმა, დაიწყო 3 წლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ციხეებში, უპატრონო ბავშვთა სახლებში მყოფი ახალგაზრდების ჩაბმა სპორტში.

აგრეთვე აუცილებელია მოხდეს არაქართული მოსახლეობის ინტეგრაცია სპორტულ ბაზებზე, სპორტულ თამაშებში, მხიარულ სტარტებში და ა.შ.

ემი Pფარკამ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ასეთი სახის შეხვედრები კვლავაც გაიმართება, ხოლო ამ შეხვედრის შესახებ, იგი თავის რეკომენდაციებს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს გადასცემს.

თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომის შედეგები და მადლობა გადაუხადა თითოეულ ფედერაციას, ყველა იმ ინიციატივისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ.

 

კომიტეტის თავმჯდომარე                     გიორგი ასანიძე

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                 გიორგი მახათაძე

 
modules