ოქმი N39

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  სხდომის

ოქმი N39

9 ივნისი 2010წ.

13:00 საათი

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, კახა გეწაძე, მამუკა გოგატიშვილი, დილარ ხაბულიანი, ბადრი ბასიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

1. საქართველოს მთავრობის ანგარიშის "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ"  მოსმენა

                                                 /მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი /

 2საქართველოს კანონის პროექტის " საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტის " საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" განხილვა

                                                 /მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი /

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  პირველ  საკითხთან  დაკავშირებით

მოისმინეს:  მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასული წელი საკმაოდ რთული იყო ფინანსური კუთხით, რაც განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებმა, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა  და ქვეყნის შიდა პოლიტიკურმა მდგომარეობამ.  მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა, რომლის მიხედვითაც   ანგარიშის    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის 2009 წლის დაფინანსების გეგმამ შეადგინა 15,442.3 ათასი ლარი ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 15,422,1 ათასი ლარი რაც მიუთითებს გეგმიური მაჩვენებლის თითქმის 100%–ით შესრულებაზე. სპორტის განვითარების პროგრამებისა და ღონისძიებების გეგმა იყო 11,795,8 ათასი ლარი  აქედან საკასო შესრულებამ შეადგინა  11,784,0 ლარი, ხოლო სპორტული სახეობების განვითარების პროგრამის საკასო შესრულებამ შეადგინა 9,815,8 ათასი ლარი

აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გიორგი ასანიძემ პოზიტიურად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და აღნიშა, რომ მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, 2009 წელს დაგეგმილი თითქმის ყველა სპორტული და ახალგაზრდული  ღონისძიების განხორციელება საქართველოს მთავრობის მიერ  სწორად გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად მოხდა.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით:

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის განვლილი ხუთი თვის ანალიზის შედეგად 2010 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არანაკლებ 4.5% იქნება. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გამოკვეთილია სამი პრიორიტეტული მიმართულება: ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური მიმართულება და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია. აღნიშნული პროექტით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი დამტკიცებულ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 150.0 მლნ ლარით იზრდება და განისაზღვრა 4 532,0 მლნ ლარით. კანონპროექტის მიხედვით ქვეყნის  პენიტენციალური სისტემის მშენებლობა–რეაბილიტაციაზე დამატებით მიმართული იქნება 9.4  მლნ ლარი, ლტოლვილთა სახლების მშენებლობაზე  24.4 მლნ ლარი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 12.5 მლნ ლარი ასევე მნიშვნელოვანი თანხები დამატებით მიმართული იქნება ქვეყანაში ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                               გიორგი ასანიძე

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                       გიორგი მახათაძე

 
modules