| ოქმი N41 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი N41 29 ივნისი 2010წ. 13:00 საათი სათათბირო ოთახი სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, ემზარ გელაშვილი, მამუკა გოგატიშვილი, ბადრი ბასიშვილი სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსი" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე:, "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საბაჟო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შსახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სასოფლო–სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" /მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე /
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კოდექსზე მუშაობისას დიდი ყურადღება მიექცა ევროკავშირის გამოცდილებას და იმ მიდგომების დანერგვას, რომელიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კანონპროექტის თანახმად მარტივდება საგადასახადო დაბეგვრა და ადმინისტრირება, დღგ–ს გადასახადიდან თავისუფლდება საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება, რაც ითვალისწინებს სპორტული სასწავლებლების დამატებული ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებას, ასევე გადასახადებისაგან თავისუფდება 16 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურება. ახალი საგადასახადო კოდექსი სტაბილური და თანმიმდევრული საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბებას, ბიზნესის ლეგალიზაციას და მიკრო და მცირე ბიზნესებს შორის განსხვავებული რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. კოდექსის პროექტის დიდი ნაწილი გადასახადის გადამხდელის უფლებებს, მათ გაძლიერებასა და დაცვას ეხება. შემოდის საგადასახადო აგენტის ცნება და ბიზნეს–ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესმენთა ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გიორგი ასანიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში არ თავისუფლდებოდა 16 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურება, რაც შეიცვალა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად და ახალ ვარიანტში აღარ დაიბეგრება სასწავლო დაწესებულებები გადასახადებისაგან. სხდომის თავმჯდომარემ მოიწონა წარმოდგენილი კოდექსის პროექტი და აღნიშნა, რომ ამ კოდექსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






