| ოქმი N42 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი N42 30 ივნისი 2010წ. 15:00 საათი რესპუბლიკის დარბაზი სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, მამუკა გოგატიშვილი, ბადრი ბასიშვილი, ემზარ გელაშვილი სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შექმნა ხელს შეუწყობს და წინ წაწევს ქართული სპორტის განვითარებას და ახალგაზრდობის ჩაბმას ქვეყნის განვითარების პროცესში. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახლად შექმნილი მინისტრობის კანდიდატმა ლადო ვარძელაშვილმა საკუთარ სამოქმედო პროგრამაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით ეს სამინისტრო სპორტის მიმართულებით და მისი განვითარებისათვის იქნება მიმართული. პრიორიტეტები უახლოეს დროში იქნება წარმოდგენილი, რაც მოიცავს ძირითადად სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული დარბაზების აღდგენას და მშენებლობას. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ამ სფეროში განხორციელდება რეფორმა. ისაუბრა რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეგიონებში სპორტის ინფრასტრუქტურის დახვეწას და სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას. "ინვესტიციების მოზიდვით ჩვენ შევძლებთ ძლიერი ინფრასტრუქტურის შექმნას"–განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მომხსენებელმა ისაუბრა საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაზე, "ჩვენ გვაქვს რესურსი, რათა აღვადგინოთ დანგრეული ინფრასტრუქტურა. ამისათვის პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე ვიზრუნებთ". მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სპორტის და ახალგაზრდობის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობაზე. ჩვენი სამინისტრო იმუშავებს ყველა შესაბამის უწყებასთან. "განათლების მინისტრთან შეთანხმებით ვგეგმავთ ჩამოვაყალიბოთ უნივერსიტეტებში სპორტული კლუბები, რათა უფრო კარგი შედეგები მივიღოთ ამ მიმართულებით. აუცილებლად უნდა წახალისდნენ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, ესვე მოხდეს საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების ინტერგაცია ქვეყანაში".ლადო ვარძელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და დაწყებული საქმიანობა დადებით შედეგს გამოიღებს. აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გიორგი ასანიძე დაინტერესდა, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ახალ სამინისტროს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობასთან. ლადო ვარძელაშვილის განმარტებით, ახალ სამინისტროს ეყოლება წარმომადგენლები ყველა რეგიონში, რომელთაც ექნებათ რეგიონში თავისი პოლიტიკის გატარების უფლება. ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით იქნება ფინანსური მხარეც შეთანხმებული. სხდომის თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომის შდეგები. მან წარმატებები უსურვა მინისტრობის კადიდატს მომავალ საქმიანობაში. "ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, ვითანამშრომლებთ ყველა საკითხში, რომელიც გამოადგება მომავალში სპორტს და ახალგაზრდობას. გავაგრძელებთ არჩეულ ხედვას და ყველა პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. ახლოვდება სალიცენზიო შჯიბრებები და წარმატებებს ვუსურვებ ყველა ფედერაციას და საპორტსმენს – აღნიშნა გიორგი ასანიძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






