| ოქმი N 43 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი N 43 13 ივლისი 2010წ. 14:00 საათი სათათბირო ოთხი №416 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: მამუკა გოგატიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, ემზარ გელაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 5 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართელოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ შეთანხმებაზე და შეთანხმების ოქმის საქართველოსა და ესპანეთს შორის შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კანონის პროექტის განხილვა.
/მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს ნათია მიქელაძის მოხსენება:
ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვებისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშნელოვანი პირობაა, შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. აღნიშნული შეთანხმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს ესპანეთის სამეფო. შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.იმ შემთხვევაში როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშმკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულების მიუხედავად, ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადიდან იმ სახელმწიფოში რომელშიც მუშაკმა განახორციელა საქმიანობა, თუ ამგვარი საქმიანობა მთლიანად ან მნიშვნელოვანწილად დაფინანსებულია ერთ-ერთი ან ორივე სახელმწიფო სახსრებიდან და ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის გაფორმებული კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეთანხმებას და აღნიშნა რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა აუცილებელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან და მიზანშეწონილად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






