ოქმი N44

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  სხდომის

ოქმი N44

11 სექტემბერი 2010წ.

12:00 საათი

სათათბირო ოთახი

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  დავით ბეჟუაშვილი,  ემზარ გელაშვილი, მამუკა გოგატიშვილი, ბადრი ბასიშვილი, დილარ ხაბულიანი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის  აპარატის უფროსი, აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

1საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცერისათვის წარმოდგენილი "საქართველოს და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 2010 წლის ივლისს ხელმოწერილი ოქმის განხილვა.

 

                                                              /მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილე ნათია მიქელაძე /

2. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საორგანიზაციო საკითხი

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და კომიტეტის წევრებს  გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ    პირველ საკითხთან  დაკავშირებით

მოისმინეს: მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, უკვე არსებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა საქართველოს საგადასახადო პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებების გამო ხდება. ახალი ხელშეკრულება მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვასა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოებას. " მნიშვნელოვანი გახდა უკვე ძალაში მყოფი შეთანხმებების გადახედვა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ეკონომიკური ინტერესები აქვს. ერთ–ერთ ასეთ ქვეყანას სწორედ ესტონეთი წარმოადგენს"–განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. ოქმს ’’საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ხელი 2010 წლის 17 ივლისს მოეწერა.

აზრი გამოთქვეს აგრეთვე: გიორგი ასანიძემ პოზიტიურად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეთანხმებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და  მსგავსი შეთანხმების მიღწევა აუცილებელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ შეთანხმებას და   მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ    მეორე  საკითხთან  დაკავშირებით

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტის, ირაკლი ცირეკიძის კუბელ მეტოქესთან შეხვედრის დაგვიანების ფაქტს. მისი განცხადებით  საქმის დეტალურად გარკვევის შემდეგ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ყველა ის პირი, ვისი დაუდევრობის გამოც ცირეკიძეს ტატამზე გამოუცხადებლობა წაგებად ჩაეთვალა, მკაცრად დაისჯება.

გიორგი ასანიძემ დეპუტატებს  საშემოდგომო სესიის პერიოდისთვის ღონისძიებების ნუსხა გააცნო. კერძოდ, კომიტეტის წევრებს  მიაწოდა ინფორმაცია "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  კანონის" შესახებ , რომელიც დასრულებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობასთან, რის შემდეგაც მოხდება მისი ინიცირება. ასევე ისაუბრა ბავშვთა ფიზიკური აღზრდის ეროვნული კონცეფციის  მიმდინარე წარმატებულ პროექტზე, რომლის სამოქმედო გეგმაც ნოემბრის ბოლოს დასრულდება. თავმჯდომარემ ისაუბრა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამუშავებულ ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც დასამუშავებელია  და საჭიროებს  შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისგან კონკრეტული ინფორმაციის  მიღებას  და მის განხილვას კომიტეტის  სხდომაზე.

კომიტეტის აპარატს დაევალა გაკეთდეს გრაფიკი სპორტის წამყვანი სახეობების ფედერაციების ინფორმაციის მოსმენის შესახებ, რათა  კომიტეტმა  სრულად მიიღოს ინფორმაცია ფედერაციების პრობლემების, დაფინანსების საკითხებისა თუ მომავალი წლის გეგმების შესახებ.

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                               გიორგი ასანიძე

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                       გიორგი მახათაძე

 
modules